
ვისაც უნახავს წყვდიადი,
ვისაც გულგრილობისგან,
გულზე დაწოლია დარდი....
ვისაც განუცდია მეგობრის ღალატი,
და არ უსვრია პასუხად ტალახი...
ვისაც გაუწევია ბევრი ამაგი
და დაუბრუნდა შური ორმაგი....
არ შეშინებია როდესაც ყეფდა ძაღლი,
პირისპირ იდგა მის წინ ამაყი...
ვინც დაქანცული ძირს დაცემულა,
ისევ წამოდგა, დაცინვას არ გაქცეულა...
ვინც მომუშტა თავისი ტკივილი_
სახეზე ეწერა სიმწრის ღიმილი...
ვინც ამ სიყალბის მასკარადში....
ადამიანს არ კარგავდა საკუთარ თავში...
იმასთან მოდის განთიადი,
ვისაც თავისი ოცნების ჯერავს,
იმისთვის გაუღია მზეს თავის კარი,
ვინც არის ალალი ადამიანი....
ნ.იაშვილი
11.02.2016


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев