
ინგრედიენტები:
შვრია 1 ჭიქა (ჭიქა= 250 მლ)
მანანის ბურღული 1 ჭიქა
კეფირი 500 გ
კვერცხი 3
შაქარი 50-100 გ
სოდა 1 ჩ.კ
ვანილი
ზეთი 3 ს.კ
შეურიეთ ერთმანეთს შვრიის ფანტელი და მანანის ბურღული. დაასხით კეფირი და დატოვეთ 2 საათი.
ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი და სოდა ერთად. დაამატეთ კეფირიან ნარევს. დაამატეთ ზეთი და კარგად აურიეთ. მიიღებთ საშუალო სისქის ცომს. დაასხით საშუალო ცეცხლზე გაცხელებულ მშრალ ტაფაზე და გამოაცხეთ ორიევე მხრიდან.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7