( ქართული ქორწინების პირველი ნაბიჯები)
მადლობა ყველა იმას, ვინც მოიწონა გაიზიარა თუ უბრალოდ გაიღიმა პირველი სერიიის წაკითხვისას ,ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, პატარძლის შემოსვა იყო აღწერილი წინა ნაწილში ,ეხლა შემოგთავაზებთ გადაპატიჟებას სიძის ბიძასთან და ბიცოლასთან ეგრეთწოდებულ მამის ძმასთან(პირობითად დავარქვათ თენგიზი და მის მეუღლეს დოდო )........
წყვილის ქორწინებიდან განვლო ერთმა თვემ და ორმა კვირამ ,სანათესაოში ნელნელა მწიფდება ფრაზა'' ბაიას ხომ არ ველოდებით? ''(კითხვა ისმის ხმადაბლა გოგონას ყურთან ახლოს) და გოგონას დარცხვენილი მომღიმარი სახე-'' არა ჯერ'' (უხერხულობის დაფარვის მიზნით ,ისწორებს ''ფჩოლკას'' ხელით , ან ერთი თითით მეორე ხელის თითზე ლაქს იფხეკს ) დედამთილის ნაზი და მოსიყვარულე ხმა უკვე ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება ,აქვე იწყება ნელ-ნელა ჭურწლის ხმამაღალი რეცხვა იმ ქვეტექსტით რომ იქნებ იკადროს ქალბატონმა, პატარძლობას მოეშვას და საოჯახო საქმეებსაც მიხედოსო ,ამ ყველაფერზე გაბრაზებულს ემატება ისიც რომ აგერ მაზლის ოჯახს ჯერაც კი არ მიუპატიჟებია მისი შვილი და რძალი . აუცილებლად მოვისმენთ შემდეგნაირ ფრაზას დედამთილის ბაგეთაგან ''თითზე გადასახვევიც კი არაფერი მოუტანიათ ,მის შვილს იმხელა ბეჭედი ვუყიდე მთელი ქორწილი ჩემზე ლაპარაკობდა ,'' იმდენს ილაპარაკებს, იმდენს, რომ აუცილებლად მივა დანიშნულების ადგილამდე ,ამ დროს,მაზლის ოჯახს, სულ რომ პროცენტიანი ვალის აღება დასჭირდეს , აიღებს და მაინც გააკეთებს მიპატიჟებას, რაღათქმაუნდა სართულებად გაიზნიქება მაგიდა იმიტომ რომ მერე ამ სადილების ცალკე განხილვა ,ჩამოთვლა და განმარტება იქნება ,ჰოდა თავს ხო არ მოიჭრის ოჯახი არა?(ასე მგონია, ვინმე აუცილებლად იტყვის, რაცარუნდა კარგი სუფრა იყოს, ღვინო ნაკბენი მომეჩვენაო ,ან რაღაც მსგავსს). ოჯახში გადაპატიჟების შეტყობინება მოვიდა ,აი სად დაგვჭირდა ის ახალი სამოსი,რომელზეც ზემოთ წერილში მოგახსენებდით ...... ცხელა მაგრამ მაინც ჩააცმევენ იმ მაღალყელიან ჩექმას ''სუფთა ტყავი''. ხელზე დედამთილის ნაჩუქარ ბახჩა ბეჭედს, სადაც 16 თვალი ცირკონი ელავს ,ყელზე დედამთილის დის ნაჩუქარი გრეხილი ოქრო ,ყურზე მეზობელი ექიმ, ვინმე გურამის ცოლის ნაჩუქარ ფირუზისთვლიან საყურეს,ასევე ბიჭის ნათლიიის მორთმეულ ოქროს ბეჭედს (იცით რომელიიი ნიკოლოზის მონეტის ასლია და დუტი, ხელზე კარგად დგას დიდრონად ,დიდებულად ,ბევრი ოქრო ჩანს) იმ დიდ ჩანთასაც დაიჭერს მაშინ რომ უყიდეს, პრიალა ტყავის ,ტანზეც შემოაცვეს მუხლამდე წითელი ტყავის ქურთუკუ( 420 .ლ.),ნუ გვავიწყდება ცხელა .სახეზე ფერუმარილი და ეგარის მზადაააა. რაც შეეხება სიძეს ის სპორტულებით მიდის, მაინც ბიძის სახლია და ხომ ხვდებით არა?დედამთილმაც თმა შეიღება ხნით მუქ შვინდისფრად გარდერობიდან გამოიღო ქორწილში მორთმეული ბამბანერკა (იქ კიდევ დარჩა 18 ცალი) და 6 ნახევარზე გავიდნენ ოჯახიდან.
მეორე ნაწილის დასასრულიი. გაგრძელება იქნება


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5