რომ შეგაჩვიო, უნებლიე თავდავიწყებას…
ჩაგეხუტები და გაყინულს, ისე გაგათბობ,
ვერასდროს შეძლებ, იმ ალერსის გადავიწყებას!
სულ დაგიკოცნი, მაგ ცინიზმით ანთებულ სახეს!.
დროს გავაჩერებ, საუკუნეს შესთხოვ განგებას,
ნეტარებისგან დაგავიწყებ საკუთარ სახელს…
სულს მოვედები, გულს წაგართმევ,მაგ გულს თავნებას!..
გასწავლი ფრენას მითიური ფრთების გარეშე…
თოთო ბავშვივით ჩემს სუნთქვაზე გაგეღვიძება…
მოგეფერები მაგ უძირო, ლამაზ თვალებზე,..
დავიღლები და შენს მკლავებში ჩამეძინება!..
ჩემო ოცნებავ, აღარ მოგცემ წყენის უფლებას…
ფრენას გასწავლი, მაგრამ მხოლოდ ჩემი იქნები…
დაგატყვევებ და თავად მოგცემ თავისუფლებას,
ჩემში იქნები… ზედმეტია ფუჭი სიტყვები…
ერთ ლამაზ დილას გაგაღვიძებ “ჩვენს” სამყაროში…
მე, ჩვეულებრივ დაგიკოცნი სანატრელ სახეს…
მოგეფერები და ალერსით ისე დაგათრობ.
გადაგავიწყებ დროს, სიზმარს და საკუთარ სახელს!!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1