ნამცხვარი „ატამი“ ბევრს ახსოვს ბავშვობიდან. ორიგინალური და არომატული ნამცხვარი არ ტოვებს გულგრილს არც პატარებს და არც დიდებს.
საჭირო ინგრედიენტები:
კვერცხი 3 ცალი
ფქვილი 1 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
შესქელებული რძე (მოხარშული) 250 გრ
ჭარხლის წვენი 0,25 ჭიქა
არაჟანი 100 გრ
ნაღების კარაქი 60 გრ
ნიგვზის მთლიანი ლებნები ატმის გულში ჩასადებად
გამაფხვიერებელი 0,5 ჩ/კ
სტაფილოს წვენი 0,25 ჭიქა
მომზადების წესი:
გაახურეთ გაზქურა 170 გრადუსზე.
ათქვიფეთ კვერცხები შაქართან ერთად. გაალღვეთ კარაქი.
გოგლი-მოგლს დაუმატეთ კარაქი და არაჟანი.
ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი.
ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი თხევად ინგრედიენტებს. გამუდმებით ურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, ცომი მაცივარში შედგით 10 წუთით.
ცომისგან გააკეთეთ ბურთულები და დაალაგეთ საცხობ ლისტზე.
აცხვეთ მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში. ცომი უნდა იყოს თეთრი და რბილი. არ უნდა გამოშრეს.
თქვენ მიიღეთ ატმის ნახევარი ნაწილები. ჩაის კოვზით გაუკეთეთ ღრმული, ყველა ბურთულას, გამოტენეთ შესქელებული რძით და ჩაუდეთ ნიგოზი. შემდეგ შეაერთეთ.
შეერთებული ბურთულები სათითაოდ ჯერ ჭარხლისა და სტაფილოს წვენში ამოაწეთ, შემდეგ შაქრის ფხვნილში.
გემრიელად მიირთვით!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10