Предыдущая публикация
ინგრედიენტები:
ფქვილი 500 გ
კეფირი 200 გ
საფუარი 1 ჩ.კ
მარილი
კარაქი 100 გ
სახაჭაპურე ყველი
ფქვილს შეურიეთ საფუარი, შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი. დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად.
აფუების შემდეგ ცომი გაყავით 4 ნაწილად და გააბრტყელეთ. ჩაუდეთ გულში ყველი, ხელახლა გააბრტყელეთ და თავზე ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით. გამოაცხეთ ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 36