Предыдущая публикация
***********
მწამს, სიცოცხლე ხელთ გიღვივის...
ჩემო ტკბილო ბებო!..
შვილიშვილის, როცა ღიმილს,
ხედავ საიმედოდ!!
საუკუნის ყველა დარდი,
გაგფანტვია ერთობ!..
რადგან ჩვილი, როგორც ვარდი,
ხელთ გიპყრია ბებო!!
ზედ გეტყობა, ღმერთს მადლობდი...
მადლი გადგას ერდოდ!..
გახსოვს? როგორ უგალობდი,
ვინც გაგხადა ბებოდ?!
დაგიფასდა ჯაფა უხმოდ,
უთბილესო ბებო!..
ღიმს, ღიმილით, რომ პასუხობს...
ბალღი სანაქებო!!
გსურს შენს პირმშოს ასჯერ კარგი,
ბედი დაებედოს!..
მოესწრები, თუ გამაგრდი...
შვილთაშვილსაც ბებო!!
... რაც არ იქნეს განაჩენი!
უნდა გაგიბედო!..
თეთრი შურით, მშურს მე შენი!
უტკბილესო ბებო!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3