
გაიღვიძეთ!!!
----------------
გაიღვიძეთ საქართველოს შვილებო,
გაიღვიძეთ სანამ გვიან არ არის,
მუხას მუმლი კვლავ გარშემო ესევა,
ვინ მუხთალი, ვინაც ვითომ ალალი.
ვიდრე ჩვენ აქ ერთმანეთის შუღლში ვართ,
მუმლი გვკბენს და თანაც გულში ხარხარებს,
ქართველები სხვის მიწაზე შრომობენ,
აქ კი დედა, ბებო, უნდათ პატარებს.
აგერ უკვე შობა კარზე მოგვადგა,
როგორ ფიქრობთ ემიგრანტებს ახარებთ?
ახალ წელს რომ თქვენ თქვენს სახლში შეხვდებით,
მათი ცრემლი, მათი გმინვა გადარდებთ?
აიძულეთ ლუკმა პურის შოვნისთვის,
გზას გაუდგნენ სულ რჩეული ქალები,
საქართველო, ქართველთ გავუსაძლისეთ,
უცხოელებს ფართოდ ვუღეთ კარები.
ამ ქალების ნაზ მხრებზე დგას ქვეყანა,
მათ ვაბრალებთ, რომ დაეცა დღეს ლარი,
თურმე უფრო მეტად უნდა ეტანჯათ,
რომ ეგზავნათ ბევრად მეტი დოლარი.
ქართველებო! ჩემო დებო და ძმებო,
ჩემი დარდი, ვიცი რომ თქვენც გაწუხებთ,
რა მაგალითს ვაძლევთ შვილებს, მომავალს,
ვის მიბაძვით ვზრდით ვაჟებს და ასულებს.
ყველა არხზე ან ნაც-ქოცის შუღლია,
ან შოუში კესარია, კონჩიტა,
ან მკითხავი, ან შორენა ან ნინა...
ნუთუ ხალხო უკეთესი არ გვინდა?
ვინ კითხულობს შოთას „ვეფხისტყაოსანს“
მისჯდომიან, ინდურ, თურქულ სერიალს,
გავიღვიძოთ ხალხო, რამე ვიღონოდ,
თორემ ბოლოს ჩვენ გვნახავენ სევდიანს...
ნუთუ მართლა აღარავინ აღარ გვყავს,
მისაბაძი ქალები და კაცები?
მათ დავუთმოთ მედიაში წუთები,
რად ვასწავლით ბავშვებს ხრიკს ქოც-ნაცების.
დაბეზღება, მოსმენები, ღალატი...
დაგვგვიწყნია ერეკლე და კრწანისი,
ერთად დგომა, ერთგულება გვჭირდება,
სად ხარ ცოტნე, კვლავაც თაფლი წაისვი.
გააღვიძეთ ქართველებო გენები,
ჩვენს ფესვებზე მივცეთ ყლორტებს სავალი,
მუმლი მიტომ ვერას გახდა ოდითგან,
ფხიზლად იყვნენ დავითი თუ თამარი.
ავტორი ანნა ზაკალაშვილი
10.12.2015.წ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10
*******
მე ჩემს სამშობლოს დავუბრუნდები,
რადგან იქ ტირის ჩემი სანთელი,
მადლობა უფალს, რომ ჩემს მამულში,
ჩემს სამოთხეში გავჩნდი ქართველი...
Dagvabrune hvens ojaxebshi