სტომატოლოგმა ქალმა ყოფილ მეგობარ მამაკაცს, რომელმაც ის სხვა ქალზე გაცვალა, ყველა კბილი ამოუღო. 34 წლის ანნა მაკოვიაკი 45 წლის მარეკ ოლზეკისათვის ზიანის მიყენების გამო კანონის წინაშე აგებს პასუხს.
სტომატოლოგთან კბილის ამოსაღებად მისულ მამაკაცს ყოფილმა შეყვარებულმა ანესთეზიის დიდი დოზა გაუკეთა და ყველა კბილი ამოაცალა.
დაზარალებული ოლზეკი აცხადებდა, რომ გამოღვიძებისთანავე უცნაური განცდა დაეუფლა, ვინაიდან ვერცერთ კბილს ვეღარ გრძნობდა და პირი დოლბანდით ჰქონდა სავსე.
„საუბარი არ შემეძლო, ის კი მეუბნებოდა, რომ სხვა ექიმთან უნდა წავსულიყავი, რადგან პირის ღრუში ჭრილობა გამირთულდა. მის ნათქვამში ეჭვი არ შემპარვია, დარწმუნებული ვიყავი, რომ პროფესიონალი იყო და ვენდე. თუმცა როგორც კი სახლში მივედი და სარკეში ჩავიხედე, აღმოვაჩინე, რომ არცერთი კბილი აღარ მქონდა“ - ყვება დაზარალებული.
მაკოვიაკის წინააღმდეგ საქმე უკვე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება. პროფესიული მოვალეობის ბოროტად გამოყენების გამო, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 26