ინგრედიენტები:
კვერცხი 4
შაქარი 150 გ
დაფქული თხილი 200 გ
ფქვილი 50 გ
კაკაო 2 ს.კ
სოდა 1/2 ჩ.კ
ვანილი
კრემი:
ნუთელა 200 გ
კარაქი 300 გ
შოკოლადი 200 გ
ვაფლი 100-150 გ
მოსართავად
თხილი (მოხალული)
შოკოლადი
კვერცხი, შაქარი და ვანილი ათქვიფეთ გათეთრებამდე. შეურიეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო და სოდა. შემდეგ შეურიეთ დაფქული თხილი.
საშუალო ზომის ფორმას წაუსვით ძირში ცხიმი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლ. 20-30 წუთი.
კრემისთვის გაადნეთ შოკოლადი, გააგრილეთ და ათქვიფეთ დარბილებულ კარაქთან და ნუთელასთან ერთად. კრემი 20 წუთი შედგით მაცივარში.
ბისკვიტი გაჭერით ორად ან სამად, წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაფშვნილი ვაფლის ნაწილი. დააფარეთ მეორე ფენა ბისკვიტი და გაიმეორეთ იგივე პროცედურა. მესამე ბისკვიტის დაფარების შემდეგ ტორტს წაუსვით კრემი ზემოდან და გვერდებზე.
მოხალული თხილი მსხვილად დაჭერით ან ბლენდერშე დააქუცმაცეთ და მოაყარეთ ტორტს გვერდებზე. ზემოდან მორთეთ დარჩენილი კრემით, შოკოლადით და ვაფლის ნაფხვენებით.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11
Lali Bochorishvili дарит чудные эмоции. Дари и ты - кликай http://prosite.ru/i/dymbf.php