საიდან დავიწყო და რომელს მოგეფეროთ,ძმებო... რომლის ვაჟკაცობა გავიხსენო და რომელს დაგირღვიოთ მყუდეორბა,რომელს გესაუბროთ...როგორ მოგაწვდინოთ ხმა რომ ჩემთვის ზაფხული გაზამთრდა და რაც არ უნდა ცხელოდეს "აგვისტოში" მაინც სულის კივილამდე მცივა... როგორ მოგინელოთ აბა გვასწავლეთ ბიჭებო... როგორ დავივიწყოთ ძმები რომელაშვილების გმირობა,ბოლოს ერთმანეთი ტანკიდან დაინახეს და თავს გაუფრთხილდიო მიაძახეს ერთურთს...ისინი უერთმანეთოდ აღარ დაბრუნდნენ,დედის მოერიდათ ვაჟკაცებს... ან როგორ დავივიწყო სოფრომაძის და ანწუხელიძის ვაჟკაცობა,რომ ვერ დააჩოქეს,რა იცოდნენ "უშნოებმა" რომ ქართველ დედას,დაჩოქება არ უსწავლებია ვაჟებისთვის...როგორ დავივიწყო შინდისის გმირები?როგორ არ უნდა მახსოვდეს ყულოშვილი? მიდელაშვილი?იცით რა ბიჭებო... მე ყოველთვის ბედნიერი ვიქნები იმით რომ მიყვარხართ, ყველაზე ამაყად ვივლი ქუჩაში იმიტომ რომ ვიცი არსებობთ...ვიცი მუდამ ჩემთან ხართ,ვინ თქვა თქვენი სიკვდილი?ეგ ბრიყვებს ჰგონიათ ძმებო,აბა სამშობლოს დასჭირდეს,როგორ დაიქუხებთ ისევ,როგორ გაჩნდებით ომის "მეგობრებთან"... ბოდიში ბიჭებო რომ არასოდეს მოვდივარ ძმათა სასაფლაოზე,ბოდიში ბიჭებო... მკვდრებში ცოცოხლებს ნუ მაძებნინებთ,არაა ხართ თქვენ იქ ჩემთვის... თქვენ უფრო ახლოს ხართ,აქვე ჩემთან... მარცხენა მხარეს,ყველას გული რომ ჰგონია და სინამდვილეში,თქვენ და სამშობლო რომ გქვიათ...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 17