Предыдущая публикация
მიყვარს თეთრი გვირილები,
სიყვარულზე ფიქრი მიყვარს
სიამით და ტკივილებით.
ზღვაზე მზის ამოსვლა მიყვარს,
მთიდან ცასთან სიახლოვე,
ოცნებებით სულის ტკბობა,
ლოცვით ღმერთთან სიახლოვე.
სიკვდილზედაც მიყვარს ფიქრით-
უკვდავების შეფერება!
ყველაფერი მიყვარს რითაც
ეს ცხოვრება მეფერება.
ატმის ყვავილობა მიყვარს,
მიყვარს თეთრი გვირილები,
მიყვარს,მიყვარს ეს ცხოვრება
სიამით და ტკივილებით.
ენვერ სალაყაია


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1