"ძვირფასი ჯენიფერ!
მადლობა იმისთვის, რომ გასულ ღამეს ჩემს ქმარს მკერდი დაუკბინე. შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორი კოშმარისგან იხსენი ჩემი შვილები. ჯილდოდ, სამუდამოდ გითმობ ჩემს ქმარს მუდმივი მოხმარებისთვის, ოღონდ გაითვალისწინე, რომ ამ საჩუქარს გარკვეული ნიუანსები აქვს:
1. არც კი გქონდეს მისი ფულის იმედი! ჩვენ ორი შვილი გვყავს და მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი მათ აღზრდას მოხმარდება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ერთად ცხოვრების პერიოდში არ მაძლევდა მუშაობის უფლებას და მეუბნებოდა, რომ მე დიასახლისი უნდა ვყოფილიყავი!
2. შემოსე... როდესაც მის ცხოვრებაში შენი არსებობის შესახებ
გავიგე, მოულოდნელად ჩვენს კარადაში ჩრჩილი გაჩნდა და მთელი მისი ტანსაცმელი შეჭამა. ასე რომ, ის შენთან პრაქტიკულად შიშველი მიდის. პრინციპში, შენთვის ეს უკეთესიც არის!
3. დაივიწყე ის უქმეებზე! მან შვილები უნდა ნახოს, შენ კი ჩემს შვილებთან ახლოსაც არ მიგიშვებ!
4. ვერ ეღირსები ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ შენ მას ადრე ვერ შეხვდი, ნამდვილად ძალიან კარგი იყო. მაგრამ 4 წლის წინ, მიღებული ტრავმის გამო, მისი „მანქანა“ მწყობრიდან გამოვიდა. ასე რომ, გამაგრდი.
5. არც კი ეცადო, რომ უკან დამიბრუნო. აღარ მინდა მისი დანახვა ჩემ გვერდით!
6. ყველაფერ მომხდარში ის შენ დაგადანაშაულებს. როცა გუშინ ყველაფერს მივხვდი, თავი ვერ შევიკავე და გავარტყი. საპასუხოდ ბოდიშები მოვისმინე. მესმის, რომ ჩხუბი გამოსავალი არ არის, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და სულაც არ მრცხვენია!
7. და ბოლოს: მზად იყავი, რომ მე გამუდმებით შეგაწუხებთ და გასაქანს არ მოგცემთ. უბრალოდ, მინდა რეგულარულად დავრწმუნდე, რომ მასაც ისევე სტკივა, როგორც ახლა ჩემს შვილებს.
კიდევ ერთხელ ტაშს გიკრავ და მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ჩემს ქმარს მკერდზე "სასიყვარულო გზავნილი" დაუტოვე. გილოცავ ახალ კაცს!
ის მთლიანად შენია!"


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев