- მყავდა ბაბუ. - ბაბუ როგორი იყო მითხარი რა, ძალიან გიყვარდა? - ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. - ბებიაზე ლამაზი იყო ბაბუ? მოხუცმა უხერხულად ამოიხვნეშა და ჭასთან მდგარი კაკლის ხისაკენ გაიხედა. -შე ოხერო, საიდან მოგაფიქრდა ეს კითხვა. - ბაბუ ყვავილებს ჩუქნიდი ხოლმე თუ არა? - ვჩუქნიდი აბა რა, მინდვრის ყვავილები უყვარდა. - ლექსებს უწერდი ბაბუ? - კი, ხშირად ვუწერდი. - რა ერქვა ბაბუ შენს მუზას,თუ საიდუმლო არ არი? - სალომე,სალიტა. ნიმფას ვეძახდი. - დიდი ხანი გიყვარდა ბაბუ. - გიპასუხებ ერთი პირობით. - რა პირობით ბა? - ბებიაშენთან კრინტს არ დაძრავ იცოდე. - ჰო, კაი,არაფერს ვეტყვი,მენდობი? - კარგი. ექვსი ათეული წელი ბაბუ. - თითუ... ეგ რამდენია ბაბუ. - მთელი სიცოცხლეა თითქმის ბაბუ. - მიგატოვა სალიტამ? - ორივემ მივატოვეთ ერთმანეთი. - ეგ როგორ ბაბუ? - როგორ და ვიჩხუბეთ და ერთმანეთიდან წავედით. - მერე რა გითხრა რომ მოდიოდი. - გზა დამილოცა, მაგრამ მისგან წამომავალი გზის დაწყევლა უფრო მინდოდა. - ეჰ, ბაბუ მეც მყავს შეყვარებული, სულ ვჩხუბობთ მარა... - რა მარა ბაბუ? ჰკითხა მოხუცმა მის მუხლზე მჯდომ შვილიშვილს და თავზე ხელი გადაუსვა. - მარა ვრიგდებით ბაბუ,ისევ ვურიგდებით ერთმანეთს. - კარგია ბაბუ. გახსოვდეს არასოდეს უღალატო წრფელ სიყვარულს, ისწავლე მიტევება და დაფასება. - ტირი ბაბუ? - არა ბაბუ. მიდი ბავშვებთან ითამაშე ახლა, ფეხი დამიბუჟდა მგონი. მოხუცმა შვილიშვილს თავზე აკოცა, მერე სათვალეები მოიძრო და თვალის დამჭკნარი უპიდან, დანაოჭებულ ყვრიმალზე ჩამოგორებული ცრემლის წვეთები მოიწმინდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5