ჯანმრთელ და ძლიერ ახალგაზრდა ბექა ელოშვილს საშინელ ავტოკატასტროფა შეემთხვა. მანქანიდან ძლივს გამოიყვანეს, ხერხემლის ტრავმით და მრავლობითი მოტეხილობებით. ( https://goo.gl/PGqTJf )
20 დღე ებრძოდა ბექა სიკვდილს რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიერთებული. 24 წელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შეუსრულდა.
ახლა ბექა წელს ქვევით პარალიზებულია და მას ურთულესი ოპერაცია ესაჭიროება ხერხემლის მალების აღსადგენად.
ოჯახის ახლანდელი ეკონომიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მთელი მათი დანაზოგი ბექას მკურნალობაში დაიხარჯა. ბექა საწოლსაა მიჯაჭვული, მისი მეუღლე ვერ მუშაობს, რადგან ბექას და პატარა ქალიშვილს უვლის.
მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და დახმარება. „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ამ არაჩვეულებრივი, მოსიყვერულე და ძლიერი ოჯახის დასახმარებლად. თუ გაგიჩნდებათ სურვილი და გაქვთ შესაძლებლობა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ბექა ელოშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/116/ .
მეგობრებო, უბედური შემთხვევისგან არავინ ვართ დაზღვეული, მოდით გამოვიჩინოთ გულისხმიერება და ვაჩუქოთ ბექას შანსი ისევ გახდეს ჯანმრთელი!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6