
- ღმერთო, მინდა გავიგო, რა არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი.
ღმერთმა კეთილი კაცი ორ კართან მიიყვანა. ერთი გააღო და შიგნით შეუძღვა.
ოთახში უშველებელი მრგვალი მაგიდა იდგა. შუაში მდგარი დიდი თასი საკვებით იყო სავსე და მადის აღმძვრელი სურნელი ჰქონდა. კაცმა იგრძნო, რომ ნერწყვი მოადგა. მაგიდის გარშემო მსხდომნი მშივრები და დაავადებულები ჩანდნენ. ყველას ეტყობოდა, რომ შიმშილით კვდებოდა. ხელში გრძელი, ძალიან გრძელტარიანი კოვზები ეჭირათ, რომლებიც ხელებზე ჰქონდათ მიწებებული. შეეძლოთ სავსე თასიდან კერძის ამოღება, მაგრამ კოვზების ტარები იმდენად გრძელი იყო, რომ საკვები პირთან ვერ მიჰქონდათ.
კეთილი ადამიანი გააოგნა მათი უბედურების დანახვამ. ღმერთმა თქვა:
- შენ ეს-ესაა ჯოჯოხეთი იხილე.
ახლა შემდეგი კარისკენ გაემართნენ. ღმერთმა ისიც გააღო. სცენა, რომელიც კეთილმა ადამიანმა დაინახა, პირველის იდენტური იყო - იქაც იდგა უშველებელი მრგვალი მაგიდა, გიგანტური თასი სურნელოვანი კერძით. მაგიდის გარშემო მსხდომთ იქაც ძალიან გრძელტარიანი კოვზები ეჭირათ. თუმცა ისინი დანაყრებულები, ბედნიერები ჩანდნენ და ერთმანეთს მეგობრულად ემასლაათებოდნენ.
კეთილმა ადამიანმა ღმერთს მიმართა:
- მე ვერ ვხვდები...
- ეს ძალიან მარტივია, - მიუგო ღმერთმა, - ამათ ისწავლეს, რომ ერთმანეთს უნდა აჭამონ. სხვები კი, იმ პირველ ოთახში, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთნაირად არის მოწყობილი - სხვაობა ჩვენს შიგნით არის.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5