Предыдущая публикация
შემოვდგი ფეხი – გწყალობდეთ ღმერთი!
ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა!
მოვიდა ახალი წელი
ღვინიანობისა, პურიანობისა
ნათვლისა და ქორწილისა!
მრავალ წელიწადს დაგასწროთ
ღმერთმა ყველა ააშენოს
ამ ოჯახის მასპინძელი
პური-ღვინო მისცეს ბევრი
და სიმინდი ძველის – ძველი.
ეს სახლი ღმერთმა აკურთხოს,
გაუმაგროს საფუძველი
ახალ წელიწადს დაესწროს
გაისტუმროს ასი ძველი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3