
ერთხელ მფარველ ანგელოზს შევხვდე... ვიცი უფალო... ბევრზე-ბევრი მომდომებია... მაგრამ კითხვები არ მასვენებს... ვერც სულს ვასვენებ... ეს ანგელოზიც... ასე რატომ ამდევნებია... ვიცი უფალო... ეს ცაც... მიწაც მხოლოდ შენია... შენს ნება-სურვილს... წინ ვერავინ გადასდგომია... მაგრამ ანგელოზს... რად აწუხებ ჩემი გულისთვის... როცა სიცოცხლე... ხან მე თვითონ არ მდომებია... ნუ გამიწყრები ჩემო ღმერთო... შემინდე ესეც... დაღლილს თუ ასე... გულახდილად რამე მითქვია... ყველას ანგელოზს... მფარველობის მადლი შენგან აქვს... ვიცი... დღეც... ღამეც... მფარველობა შენით უქმნიათ... მაგრამ მგონია... მე მფარველი ჩემი დავტანჯე... ვერც დღე... ვერც ღამე... მოსვენება ვერ უპოვია... მინდა მეკითხა... თუ იღბალი... კაცს არ დაყვება... ანგელოზისთვის ერთხელ შველა ხომ უთხოვია... .............. და მაინც მინდა სასწაული ერთხელ მომხდარი... გულში ჩავიკრა... ის რაც ასე უხილავია... რატომღაც მინდა... მე ჩემს მფარველ ანგელოზს შევხვდე... მადლობა ვუთხრა... ჩემთან ერთად რაც გაუვლია...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1