
დატოვე შენი შვიდი შვილი, შენმა გულმა ვეღარ გაუძლო, წუთისოფლის უკუღმართობას. როგორ მინდოდა შენთვის ცხოვრება გამეფერადებინა, ჩემი აქ წამოსვლით. მინდოდა ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა შენი გაჭირვებული ყოფა. მაგრამ არ დამცალდა. ჩემო ძმაო როგორ მენანები ჩემო სისხლო და ხორცო, ჩემო ჭკვიანო და მართალო ძმაო. ვტირი ამ სტრიქონებს რომ ვწერ, აღარც ძმა, აღარც შვილი, აღარც შვილიშვილი,ყველა წახვედით, უთქვენოდ რა მაცოცხლებს არ ვიცი, ხანდახან მინდა ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ ვერ გივიწყებთ, სულ ახლოს ხართ ჩემთან, მაგრამ ვაი რომ თქვენი მოფერება და ჩახუტება არ შემიძლია, ჩემო ძმაო დღეს შენი დაბადების დღეა, რატომ არ უნდა იყო ჩვენს გვერდით, მენატრები ძმაო, უსაზღვროდ მენატრები, მიმძიმს უშენობა, შენ ხომ ერთ_ერთი უჭკვიანესი ძმა იყავი, გახსოვს? როგორ ვმღეროდით ერთად, როგორ ვთამაშობდით სცენაზე. გილოცავ ძმაო, დაბადების დღეს, მსუბუქი ყოფილიყვეს, შენს გულზე მობნეული მიწა, მიყვარხარ და მენატრები. მარად შენი დატანჯული, ერთადერთი და. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ......
ჩვენი სიმღერა ერთად და_ძმების,
სხვის შესადარი მართლაც არ არის,
ჩვენში ყველაზე პატარა წახველ,
სხვს შენნაირი არ მყავს არავინ.
ჩემო მართალო, ნანატრო ძმაო,
ო, რა ადრიან დახუჭე თვალი,
შვილიშვილებთან უნდა გეხარა,
ახლა საფლავზე გიმღერის ქარი.
ძლიერ დაღლილი წახვედი,
კვალი დატოვე შენ დიდი,
ამაყობს შენით შვილები,
სასახელოებს რომ ზრდიდი.
ვერ აიტანა გაბზარულ გულმა,
ამდენი შრომა, შვილებზე დარდი,
გაგტეხა ფიქრმა, ოჯახზე ზრუნვამ,
და სანთელივით შენ უცებ გაქრი.
ავადმყოფობას ვერ გაუმკლავდა,
ეგ შენი გული ძლიერ დაჭრილი,
წახვედი, ძმაო, ჩვენს უნახავად,
იყავი, თურმე ძლიერ დაღლილი.
ვერ მოგაშველე მე ჩემი ხელი,
უბედურ ბედმა შორს_შორს გაგვრიყა,
წავედი შენგან ატირებული,
სხვა ქვეყანაში ყოფნამ გაგვთიშა.
უკუღმა დადგა ჩემი ბორბალიც,
მას შემდეგ შვილი მომიკლა ბედმა,
რომ ყოფილიყავ იმ დროს ცოცხალი,
დაგიჯერებდა, ერთი რომ გეთქვა.
სიტყვა შენი მას გადაარჩენდა,
დაფიქრდებოდა, შენ გცემდა პატივს,
ამდენი ცრემლი არ იქნებოდა,
გავიხარებდით ჩვენ ყველა მაშინ.
ახლა კი ორივ, ერთად ხართ, ძმაო,
ბიძა_დიშვილი ვერვინ გაგყარათ,
სიკვდილი უცებ მოვიდა თქვენთან,
და ყვავილები გულზედ გაყარათ.
კვალი დატოვე, მართლაც ნათელი,
მაგრამ უშენოდრა ვქნა მე, მარტო?
ჩემო ჭკვიანო, მართალო ძმაო,
ჩემს შვილს გაბარებ, იქნები ახლოს........🎂😢😰😨😧😥


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1