ვნება თუ?
სიყვარული ყველა დროში ერთნაირია. მთავარია რა გარემოებაში არის აღზრდილი
ეს თუ ის პიროვნება. ამიტომ დღემდე კაცობრიობა ვერ გარკვეულა რა არის
სიყვარული? ვნებების აზღვევება თუ მართლა ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლება?
იქნებ შეჩვევაა? ან ეგოიზმი სხვამ არ წაგართვას? რავი საერთოში ყველაფერს
სიყვარული ქვია. ასე თუ ისე კაცობრიობა სწორედ სიყვარულით წარმოიქმნა. ბევრ
შემთხვევაში იქნებ ვნებებით.
სიყვარულის გამო სიცოცხლის გაწირვა დამაჯერებელი მაშინ არის როდესაც
საყვარელი ადამიანის გამო მტერს შეეკვეთები, და განგმირული სულს დალევ.
სხვა შემთხვევაში სიყვარულის გამო თვითმკლელობა დაუშვებელია. სამწუხაროდ
ვერ გავამართლებ. ეს ჩემი აზრია არავის არ ვახვევ თავზე.
დღემდე ვფიქრობ რა არის სიყვარული? რა ძალა აქვს მის მაგნიტურ ველს?...
შინაგანი პასუხი მომდის სიყვარული რასაც ჭეშმარიტება ეწოდება ჩვენს ირგვლივ
დადის, ის იმდენად მომხიბვლელია რომ, ნებისმიერ ამაყ პირევნობეს თავდაბალს
გახდის. სიყვარულს ხსნის მთელ სამყაროს და ბედნიერების შეგრძნება
უფლება.ვინც სიყვარულს მხოლოდ ვნების დაოკებით შესცქერის ადრე თუ გვიან ეს
სიყვარული ძალას კარგავს, ამისათვის ადამიანებმა ისეთი სიყვარულის გზა უნდა
ნახონ სადაც ვენბების გარდა ზებუნებრივი ძალა მაგნიტურად მის გარეშე ვერ
შეგაძლებინებს ცხოვრებას. სიყვარულში თუ რაიმე ხარვეზის გამო დაშორიშორება
ხდება და დიდხანს გასტანს გამოდის ასეთი სიყვარული ვნების დასაოკებელი
მიმზიდველობა ყოფილა.არ არსებობს ჭეშმარიტი სიყვარულის დავიწყება აქედან
გამომდინარე არც დაშორება უნდა იყოს დიდი ხნით მისაღები..... სიყვარული
რომელიც მხოლოდ ფიზიკურობით განისაზღვრება, ვნებების აზღვევებას გავს,
ამიტომ დავიწყებას უმფრო ექვემდებარება, ასეთი სიყვარული მოლეკულებივით
მოძრაობს და მუდმივად ძიებაშია ჭეშმარიტ სიყვარულისა, ვინც ჭეშმარიტ
სიყვარულს ვერ იპოვის ჩათვალოს ამ სამყაროში ფუჭად უცხოვრია. სიტყვა
მიყვარხარ მარადიულობის მინიშნებაა, არა ვნებები.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев