4 წლის ების, რომელიც კიბოს ებრძვის, ოცნება აუხდა. მან საყვარელ ექთანზე „იქორწინა.“
როგორც აღმოჩნდა, ნიუ-იორკელ ების ძალიან მოსწონდა მისი ექთანი, რომელთანაც კონსულტაიცებზე მისვლა არასოდეს ეზარებოდა. მეთიუ ჰიკლინგიც სიხარულით ხვდებოდა გოგონას.
მეთმა გოგონას დედისგან შეიტყო, რომ ები კლინიკაში ვიზიტს ყოველთვის მოუთმენლად ელოდა და მეთიუზე დაქორწინებაზე ოცნებობდა.
ახალგაზრდა ექთანმა პაციენტისთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა. გოგონას ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, „ქორწილის“ ორგანიზებაში კლინიკის მთელი მომსახურე პერსონალი ჩაერთო. 24 საათში ყველაფერი მზად იყო. ები თეთრ კაბაში გამოაწყვეს, მიართვეს თაიგული და დღესასწაულისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი. მზად იყო მეთიუც.
"ქორწილი" კლინიკაში შედგა. ების მეჯვარებიი მისი დედა და ორი ექთანი იყვნენ. „საქორწილო ფიცის“ დადებაში კი „წყვილს“ ექიმი დაეხმარა.
„ჩვენ გავცვალეთ ბეჭდები, მივირთვით ნამცხვარი და მანქანაშიც მოვთავსდით. მართალია მე გამიჭირდა , მაგრამ მაინც. ეს იყო პატარა გოგონას ახდენილი ოცნება. ვიმედოვნებ, ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, ების ოჯახი ამ დღეს ყოველთვის ღიმილით გაიხსენებს. ეს ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი დღე ჩემს ცხოვრებაში" - განაცხადა მეთიუმ.
ექიმების თქმით, გოგონას სიმსივნის ბოლო სტადია აქვს და ამ დღესასწაულს მასთან ერთად მთელი პერსონალი სიხარულით შეხვდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12