ყოველი ადამიანი საკუთარ მეორე ნახევარში იმ რაღაცას ეძებს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება: ზოგს სურს, გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელსაც მისი გაღიმება შეუძლია, ვიღაცას კარგი ურთიერთობა და მზრუნველობა სჭირდება. მაგრამ რა უნდა ქნა, როდესაც პიროვნება ადამიანობას ფულით ზომავს? შეიძლება, ასეთ ურთიერთობას სიყვარულთან რაიმე კავშირი ჰქონდეს? ეს ისტორია ძალიან აქტუალურია და გვსურს, ჩვენს მკითხველებს გავაცნოთ.
ღარიბ ბიჭს მდიდარი კაცის გოგონა უყვარდა. ერთხელაც, ახალგაზრდა ვაჟმა მას ხელი სთხოვა, მაგრამ სასტიკი უარი მიიღო:
– მე შენი ერთი თვის ხელფასს დღიურად ვხარჯავ. შენთან ცხოვრებით რაიმე ხეირს მივიღებ? – განაგრძო მან. – შენს შეყვარებას ვერასოდეს შევძლებ, ამიტომ, დამივიწყე და ვინმე შენი წრიდან მოძებნე.
მაგრამ ახალგაზრდა კაცმა ის არ დაივიწყა. 10 წლის შემდეგ, ისინი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, სავაჭრო ცენტრში. ქალმა მაშინვე თავისებური ლაპარაკი დაიწყო:
– უი, გამარჯობა, ეს შენ ხარ? მე გავთხოვდი… და იცი, ჩემი მეუღლის თვიური ხელფასი რამდენია? 16 000$. თანაც, ის ძალიან ჭკვიანია.
საყვარელი ქალისგან, რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებდა, ამ სიტყვების მოსმენისას, მამაკაცს ყელში ბურთი გაეჩხირა. ამ დროს, მათთან ქალბატონის მეუღლე მივიდა. მან ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ ქმარმა, დაბნეულმა მიმართა მეორე მამაკაცს:
– ო, ბატონო, თქვენც აქ ხართ? ნება მომეცით, ჩემი მეუღლე გაგაცნოთ.
მამაკაცმა ქალს თავი დაუკრა და წავიდა. მეუღლე კი ცოლს მიუბრუნდა და უთხრა:
– ძვირფასო, ეს ჩემი უფროსია, რომელიც იმ პროექტში 100 000 000 დოლარს იხდის. გახსოვს, რომ გიყვებოდი? ადრე, მას ერთი ქალი უყვარდა, რომლის გულიც ვერაფრით მოიგო. აქამდე არ დაქორწინებულა. არადა, ის ქალი მასზე რომ დაქორწინებულიყო, როგორი ბედნიერი იქნებოდა.
ქალმა თვალი გააყოლა ძველი თაყვანისმცემლის ნაკვალევს და ყელში ბურთი გაეჩხირა…
იგავის მორალი: ცხოვრება ხანმოკლეა და სარკეს ჰგავს. მხოლოდ იმას ხედავ, რასაც ის აირეკლავს. ამიტომ, სისულელეა, ადამიანების ქედმაღლურად განსჯა, მხოლოდ გარეგნული სურათის მიხედვით. შეიძლება, ყველაფერი ერთ წამში შეიცვალოს. იღბალი უნდა დააფასო!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3