გაიზარდა შენი ნაწილი, შენი სისხლი და ხორცი, შენი შთაგონება...ადამიანი რომლის გამოც ყველაფერს დათმობ და გააკეთებ ქვეყანაზე....ის გაიზარდა და სხვა ინტერესებიც გაუჩნდა, ზოგჯერ ეზმედმეტება კიდეც შენი მოფერება მისთვის შეუფერებელ დროს....შენ ეს გაფიქრებს და ცოტა არ იყოს გაშინებს....ხვდები რომ ის ინდივიდია, პიროვნება, რომელიც უკვე აპროტესტებს მისთვის მიუღებელ მოქმედებებს...ის გაიზარდა .... ის იწყებს მარტო სიარულს ცხოვრების მძიმე და ეკლიან გზაზე...შენ ?!..შენ ძალა უნდა მოიკრიბო და გაუშვა.... გაუშვა და ასწავლო ღირსეულად სიარული.... წაქცევის მერე ღირსეულად წამოდგომა...
მაშინაც კი როცა უკვე ის მარტო იქნება, ის ღირსეულად უნდა შეხვდეს ამ მარტოობას შენს გარეშე.....
მერე გული გტკივდება , ვერ იაზრება ამ ყველაფერს...ბოლოს , ბოლოს მაინც მშვიდდები იმიტომ რომ სადაც არ უნდა იყო, რომელ განზომილებაში, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, შენ სულ მასთან იქნები. ეს ის სიყვარულია რომელიც არ იკარგება, რომელიც ბუმბერაზია და თვით უფალთან მიდის და ისმის....
ის იზრდება, შენ კი სულ ამ ფიქრებში ხარ ......ის აუცილებლად გაიზრდება ღირსეული........


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2