ბევრჯერ, გულნატკენს ფეხს რომ დამადგამენ, ასე მგონია, რაღაც მთავრდება, იმედდაკარგულ დარდიან ფიქრებს, გულის სიღრმეში ცრემლი წამსკდება, როცა დაცემულს ზურგს შემაქცევენ და ვერ ამჩნევენ ჩემში რა ხდება, ჩემთვის ეს გრძნობა უცხო არ არის, ვიცი, მკერდში, რომ გული მაკვდება, გამომიცდია, ვისაც ენდობი, ღალატი მისი სულს რომ აჩნდება, წაქცეული რომ არვის სჭირდები და არ აფიქრებთ რა გემართება, სწორედ ამიტომ უნდა წამოვდგე, რაც მოვითმინე მადლად დამხვდება, უიმედობას არ შევეჩვიო, უფალმა შემქმნა თავის ხატებად, თუ მოვინდომებ და ცას შევწვდები, მაშინ არასდროს გამიავდრდება, ჩემი ცხოვრება თვითონ მოვხატე, ეს გზა უჩემოდ არ დამთავრდება, ბედნიერება ჩემში მოვძებნე, გულის სიღრმეში რომ იმალება, თუკი ვიპოვე, მაშინ გჯეროდეთ, რაც მინატრია მართლა ახდება...
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 5