ამ გულიდან წამოსული ტკივილით.
მენატრები,ისევ ქარი კივის და
შენზე ფიქრი წყალს მიჰვყვება ,ტივივთ.
მოდი, ჩემი სუნთქვის გახალისებავ,
ჩემს მზერაში ჩარჩენილო ,ლანდებად.
ჩემს თვალებში ჩამეფინა იებად
მაგ ნაკვთების დახვეწილი ხატება.
ასეთ ტკივილს რა დავარქვა, ნეტავი?
შენ მაჩვენე საიდუმლო, სიკვდილის.
მივხვდი,-რატომ უჩერდებათ გულები,
მივხვდი, -რატომ ეგლიჯებათ ძარღვები,
თურმე,- რატომ ეკეტებათ ტვინები.
მოდი,მოდი გეძახი და ქარიდან
ლურჯ კოშკებს და თეთრ მწვერვალებს მოვყვები.
მენატრები,მიყვარხარ და თავიდან
სულ თავიდან ვიწყები და ვმთავრდები.
ეხლა მივხვდი,გვიან მიხვდი ძალიან
რომ უშენოდ ვერა და ვერ ვლაგდები.
ცხელ ლავებად შემომენთო სუნთქვები,
დამიშრო და დამიხეთქა ძარღვები.
ვეღარ გაგნებ,მაგრამ მაინც მაჩნიხარ!
მაჩნიხარ და ყველგან შენ მე-გულები
რა ვიღონო?ეს განცდები მძაფრია.
რა მინდ და შენი კოცნა,ულევი
ჩემს სუნთქვაზე დამჩნეული ცხელებად.
მდუღარება მოსკდა ჩემი თვალიდან.
უშენობამ სულში გამომაყარა.
მოდი,უხმოდ გამიხსენი ვენები
სისხლისგან დავიცალო, ბარეღამ.
რა მინდა და კვლავ რატომ მეფიქრები?!
ქვად ქცული გულიც ვეღარ გამისკდა.
დავიღალე ამ ცხოვრების ნასკვებით
ვჭერი, ვჭერი მაგრამ ვეღარ გაიჭრა!
თიკო არაგველი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев