Предыдущая публикация
და რაღაც ჩუმად გიამბო,
იტალიურად გაგიმხელ,
მე შენ ძალიან ტი ამო.
შენთან მოვიწევ დღითიდღე,
შენ არ მოდიხარ ჩემკენ,
ფრანგულად გეტყვი ლამაზო,
მე შენ ძალიან ჟეტ ემ.
მინდა რომ გულში ჩაგიკრა,
და ცისკენ მაღლა აგაპყრო,
გეტყვი ასევე ბერძნულად,
მე შენ ძალიან საღაპო.
მარტო ჩემი ხარ ამას ვგრძნობ,
შენთვის ვიქნები სამარე,
ლათინურადაც გეტყვი, რომ
ჩემო – ეგო ტუ ამარე.
შენ ჩემი გულის ძახილი
ყველა უთქმელი სიტყვა ხარ,
მოდი ქართულად გიამბობ
მე შენ ძალიან მიყვარხარ
გაგა გოგრიჭიანი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3