
რომ ლარი ისე გაეფდა
ხუთთუმნიანზე მგონია
ვინცხა ლამზირე გამეფდა.
გუშხამ ბაზარზე ვიყაი,
ბაღნებს ვუყიდე ჩხაპურტე
მთელი პენსია არ მეყო
ინდოურივით გამპუტენ.
ჩემი არ ფასობს აფელი,
არც ლობიო არც კვიჭიჭე,
დღეს იალონზე მშიერმა
ტვალეტში ტყულე ვიჭინთე.
ამდენი უფულობისგან,
ტრაკი გეივსო ვალებით,
ჩემდღეში იყოს ოცნებაც
პლიუს ნაციონალებიც.
ქლათ წახტა აი ბუნებაც,
გვალვამ დათუთქა ყორფელი,
გუშხამ კვატიამ წყალიზა
შემეიარა სოფელი.
აი რა დღეში ჩავვარდი,
მომჯაყენ კაცი აგია,
ვინცხამ გინება ისტავლა
დღეს პარლამენტში აგდია.
ამ ქეისბუკის შემყურე
გამომიშტერდა ბაღნებიც,
ამდენი მესინჯობისგან
გადმეეკარკლენ თვალები.
დამტიეთ, მარტო დამტიეთ,
არც კაცი მინდა არც ქალი,
სიკვტილი ვეფელს ვერ მიზამს,
მთავრობამ მიქნა საქნარი.
გაგიხაზირეთ არ გინდენ?
ინდოური და გოჭები.
(ისე გვერდები აგიდგენ)
მოგიტანთ მალე მოვრჩები.
რაცხეის თქმაიც მინდოდა
მაი ქი მიხვტით თქვენ თითვან.
დამტიეთ ყველამ დამტიეთ,
მე ამდენს ვეღარ ევიტან.
© რომა ვაწაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2