როგორ გაგითეთრდა თმები.
თეთრად შეგღებვია თითო თმის ღერი და
გულის სიღრმე მეწვის დედი.
რა დაუნდობლად გარბიან დღეები,
რა წამში გასულა წუთები, წლები,
დაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი და
უცბად გალეულა წლები.
გუშინდელივით მახსოვს ის დღეები,
შენი კაბის ბოლოს ხელი ჩაჭიდული,
უშენოდ ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავდი,
სულ გვერდით მინდოდა მყოლოდი დედი.
სკოლიდან დაბრუნებულს შინ თუ ვერ გნახავდი,
თვალებს ვისიებდი ცრემლით,
როცა სახლიდან საქმეზე გადიოდი
სულ წამებს ვითვლიდი დაბრუნების შენი...
ეს დროც გავიდა, და სახეზე დაგეტყო წლები,
თუმცა შენ ჩემთვის მაინც ყველაზე ლამაზი გქვია,
ჩემი ცხოვრების ყოველი დღე შენით ლამაზობს,
დაე ინებობს უფალმა, რომ მრავალ წელს ერთად...
მე მაპატიე რომ ის სითბო ვერ გამოვხატე,
რომელსაც გულში ვიტრიალებ შენს მიმართ დედა,
ვერ მოგეფერე და ვერც ახლა ვერ გეფერები,
მე გამოხატვის უნარი ხომ არ მომცა ღმერთმა,
მე შენ მიყვარხარ ჩემო სათნო,ჩემო იმედო,
ჩემო დღის ხარებავ,ჩემო დედავ,ჩემო სიცოცხლე,
არ დამიბერდე,ამაზე ფიქრიც მაშინებს დედი,
ძლიერ მიყვარხარ ეს გახსოვდეს ყოველთვის დედი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев