Предыдущая публикация
ნეტავ შენს ცეცხლსი ვიწვოდე,
ირგვლივ სუყველას ვაცინებ,
(შენს გასაგონად იცოდე)
ბოლოს შენამდეც მოვაღწევ,
და გვერდით ამოგიდგები,
”მე არაფერში მოღვაწე”
-ამგვარად წარმოგიდგები,
შენ ღიმილს ვეღარ მალავ და
მეც ამას ჩემად ვითვისებ.
სულ ცოტა ხანიც გავა და
უკვე ჩემს მხარზე კისკისებ,
სიცილში გიჟად შემრაცხავ,
ჩვენ ვართ და თითქოს ყველა დუმს,
გეტყვი რომ მხოლოდ შენთან ვარ,
ამგვარი თორემ სხვებთან უპს!!!
და რადგან უკვე გავრითმე,
ახლა კარგად და ნახვამდის,
არ დაიჯერო გაფიცებ,
ის რაც გითხარი აქამდის


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев