" - გელა დაიაურის ემოციური მილოცვა გარდაცვლილ შვილს
პოეტ გელა დაიაურის ოჯახის ტრაგედიამ 5 წლის წინ მთელი საქართველო შეძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დაკარგა. პატარა დემეტრე 2 წლის იყო, ჯარჯი - მხოლოდ 8 თვის იყო... ეს ტკივილი ნებისმიერი ადამიანისთვის მოუნელებელია. გელა დაიაური იმ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ არც ერთ დღეს არ ივიწყებს თავის გარდაცვლილ ცოლ-შვილს, ულოცავს ყოველ დაბადების დღეს შვილებს და საყვარელ ცოლს - მომღერალ თეონა ქუმსიაშვილს. ამჯერად შვილმკვდარმა მამამ ჯარჯის მიულოცა დაბადების დღე, რომელიც დღეს 6 წლის გახდებოდა:
"ჩემო სიცილავ და მხიარულო, ჩემო მფარველო ანგელოზო, ჩემო ჯარჯი გილოცავ 6 წლის იუბილეს... ძალიან უყვარხარ და ენატრები შენს ბედკრულ მამიკოს... უფალი გფარავდეს შენს ძამიკოსთან და დედასთან ერთად... მიყვარხარ და მენატრები, მამი."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 62