Предыдущая публикация
heart emoticon
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს,
ყველაზე მოწყენილ დღეს.
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს,
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს,
ყველა დაჩაგრულ გულს,
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზააბნეულს ერთს,
ქვეყნად სიყვარულის გაჩენისათვის
მადლი მოვუხადოთ ღმერთს


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев