სოფლის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რიტუალია მათ გარემომცველი ბოროტებისგან დაიცავს.
ადგილობრივმა უხუცესმა ახალგაზრდა მანგლი მანდას მშობლები დაარწმუნა, რომ მათ გოგონას უარყოფითი კარმა ჰქონდა და მამაკაცთან ქორწინება ოჯახისა და მთლიანად სოფლის დანგრევითა დასრულდებოდა.
სასიძო - ძაღლი მეტსახელად შერუ გოგონას მამამ ქუჩაში შემთხვევით იპოვა და სახლში მიიყვანა. მანგლი, რომელსაც არასდროს უსწავლია სკოლაში, ამბობს, რომ ძაღლზე გათხოვება სულაც არ სურდა, თუმცა მშობლებმა დაარწმუნეს, რომ ასე ის საკუთარ ბედს შეცვლიდა.
,,ძაღლზე დავქორწინდი რადგან, უხუცესებმა მითხრეს, რომ ყველაფერი რაც ჩემში ცუდია, ძაღლზე გადავა. ამის შემდეგ, იმ მამაკაცის ცხოვრებას, რომელსაც ცოლად გავყვები, არაფერი დაემუქრება’’, - ამბობს გოგონა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6