Предыдущая публикация
მავანნი სამშობლოს ყიდიან
ღმერთო,უმწეობა მაგიჟებს,
ლომის ბოკვერები მიდიან,
გენი გვეხოცება საჯიშე..
მავანი ჯიბეებს ისქელებს,
სამშობლოს ყიდიან გროშებად,
დედაო ღვთისაო,გვიშველე,
სანამ საქართველო მორჩება..
ღმერთო,რა ამაოდ ვირჯები,
ბიჭო,სად მიდიხარ?ალალო?!-
სხვის ომში მიდიან ბიჭები,
ნაცვლად ქართველობა ამრავლონ!
ღმერთო! სატკივარი დიდია,
სმაილას ღიმილი მაგიჟებს,..
მიდიან,,სხვის ომში მიდიან
ღიმილის ბიჭები საჯიშე!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 15