Предыдущая публикация
რამ გაგაცოფა პატარა ვერე?
დედის სხეულში არდაბადებულს,
გულის ფართხალი რად შეუჩერე?
ბედის მწერალო, რამ დაგაბრმავა,
რად გაიმეტე ნორჩი ივლიტა?
ის დედობისთვის ემზადებოდა,
მჯერა რომ უფლის გზაზე ივლიდა.
რისთვის უფალო, ამხელა მსხვერპლი?
ცოდვა უცოდველთ რატომ მოჰკითხე?
ისევ ძაძებით დგას საქართველო,
და ამდენ ტკივილს გულში ვერ იტევს.
ნორჩი სულები ზეცას გაფრინდნენ,
გედის სიმღერაც არ დააცადეს,
ო, ღვთისმშობელო, შენ გევედრები,
წყალობის კალთა გადააფარე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2