
ისე ადიხარ თვითმფრინავის, მოცვეთილ ტრაპზე, რომ თვალებიდან ღაპაღუპით, ცრემლები გცვივა... ამდენი დარდი და ტკივილი გეტყობა ხმაზე, თვალწინ გიდგას, რომ შვილებს უკვე, უშენოდ სცივათ. იცი, რომ წლები დასჭირდება იქ დაბრუნებას, და იმ ჰაერის ჩასუნთქვასაც, შვილი, რომ სუნთქავს... მაგრამ, წლები წლებს მიჰყვებიან, არ ბრუნდებიან. პასუხიც არ გაქვს და არ იცი, ოჯახს რა უთხრა. შენ, ბალიშის ქვეშ შეგინახავს, სურათი შვილის და დაჩოქილი ხატების წინ, კითხულობ ლოცვებს. ეს ყველაფერი შენი ბრალი გგონია, სჩივი და ინანიებ წარსულიდან მომავალ ცოდვებს!. მაგრამ დედაო, შეიწყალე ცოდვილი თავი. შენ ხომ, ასეთი მოგანიჭა უფალმა ბედი! მოშორდი შვილებს, მოგიხურა ცხოვრებამ კარი და შორეთიდან შეგნატრიან შვილები, დედი... მიდი, ილოცე, შეევედრე ღვთისმშობელ დედას, გათენდეს დილა და, ატირდე ისევ ტრაპიდან... ოღონდ, ამჯერად, მოსწრებოდე სამშობლოს ხილვას და სამუდამოდ მოიცილო დარდი სახიდან. გულში ჩაიკრა მონატრებით აღვსილი შვილი, წლების მანძილზე ნაგროვები, შეიშრო ცრემლი. ისიც იკმაროთ, რაც გექნებათ ოჯახში, მწირი. იყავი "დედა" და შვილები გახადე "მრევლი"!.. მაგრამ, არა სჩანს სახლი, ისევ გარბიან წლები, თმაში, ჭაღარაც შეგეპარა ლამაზო დედა... ყველა დარდსა და მწუხარებას, გმირულად ხვდები და სიზმრებშიც კი, მონატრებულ ოჯახს ჰხედავ!.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 25