
ცას...უსასრულოს და
შორეულს..მახსოვს როგორ ეყრებოდა
კუბოს ყვავილები...ამ ყრუ და უცხო ხმას
ჩემი მთელი არსება ეხმაურებოდა..შემდეგ
პირველი მიწის ბელტი,მძიმე,მჭახე
ბრახუნი...როცა მიწა ჯერ სახურავზე
დაგორდებოდა მერე გადაეფარებოდა შენს
სამუდამო სამყოფელს...ჩვენ მარტო
ვიყავით,შენ საფლავში-მე მიწის
ზემოდ,მინდოდა მეყვირა,მეტირა,შენ კუბოს
გადავფარებოდი,შენთან გაშორებას ეს
მერჩია მაგრამ..ჩემი მზერა
არაფრისმთქმელი იყო,...წამით გაჩერდა
სამყარო სიცოცხლე დასრულდა..
ყველაფერს გავიღებდი....ქვეყნად
ყველაფერს,ოღონდ ცოცხალი
დამენახე,შენთან ერთად ამევლო
ბილიკი,ისე როგორც წინათ გვიყვარდა,
უხმოდ, გაუჩერებლად, ხელი-
ხელში..დავმტკბარიყავით ერთმანეთის
მზერით ...ათი წუთი სულ რაღაც მხოლოდ
ათი წუთი...
მერე...
მოვიდეს სიკვდილი....
ტანჯვა,წამება,ტკივილი...
ყველაფერი რაც უნდა იყოს..
ოღონდ...
ოღონდ...
ერთხელ ისევ შეგავლო თვალი...
მე ჩემი სიკვდილიც უნდა გამომეგლოვა იმ
დღეს...
შენ სიკვდილთან ერთად....


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев