"ჩვილს გალურჯებული სხეული დაფარული ჰქონდა ტალახით, ბალახით, მზესუმზირას ნაჭუჭებით. ჭიპლარის თავი არ იყო გადაჭრილი, სავარაუდოდ, ვიღაცამ გაგლიჯა და სისხლი სდიოდა. ამიტომ მაშველებმა მომჭერი დაადეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა",- განმარტა ექიმმა.
ახალშობილი გოგონა 2 კილოგრამსა და 860 გრამს იწონის. ჯერჯერობით, უცნობია მშობლების ვინაობა და ისიც, თუ რატომ გაიმეტეს შვილი.
მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავები დამნაშავის ვინაობის დადგენას ცდილობენ. საქმეში ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების ცენტრიც. სწორედ ისინი იზრუნებენ, რომ პატარამ უსაფრთხო გარემოში იცხოვროს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილ გოგონას ქეთევანს დაარქმევენ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 81