ცომი:
კეფირი 1 ჭიქა
კვერცხი 1
ფქვილი 1 ჭიქა
სოდა 1/2 ჩ.კ
მარილი
გულსართი:
მოხარშული ქათმის ხორცი 200 გ
მოხარშული კვერცხი 2
მარილი და პილპილი
სასურველი მწვანილი
გახეხილი ყველი 60 გ
ტაბულა
შეურიეთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მიღებული ცომი ცხიმწასმულ ფორმაში გაანაწილეთ.
მოამზადეთ გულსართი: დაანაწევრეთ ხორცი, შეურიეტ დაჭრილი კვერცხი, მწვანილი, მარილი და პილპილი. გულსართი გაანაწილეთ ცომის ზედაპირზე, ცენტრში და შეეცადეთ ნაპირები თავისუფალი დატოვოთ.
შედგით გამოსაცხობად 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი, ცხობის დამთავრებამდე გამოიღეთ, მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში 5 წუთით, სანამ ყველი დადნება და მოიბრაწება.
ქათმის ხორცის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ თევზი, თევზის კონსერვი, საქონლის ხორცი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев