
და ახლა როცა ზღვის ფსკერზე, გარდაცვლილი ვწევარ და ჩემს სხეულს ყორნები დასტრიალებენ, ჩემი სული ათას რამეზე დაფიქრდა.
მერე რა რომ პატარა ვარ სიკვდილისთვის, ან მერე რა რომ ბავშვი ვარ. არც ფრინველს შევბრალებივარ და არც ადამიანებს.
თავისუფლებას ვეძებდი და გამოვიპარე. ტალღებს გმირივით ვებრძოდი. ხან წყალში ვემალებოდი ომს და ხან წყლის ზემოთ.
მერე ? მერე არ ვიცი. ტალღამ დედაჩემის კალთას გამომგლიჯა.
ოღონდ მისი კივილი არ მომესმინა და ყველაფერს გავუძლებდი . . .
ოღონდ მისი შეშლილი სახე არ დამენახა და ყოველივეს მოვითმენდი...
იარაღის ხმაზე მტკივნეული დედის სევდა ყოფილა . . .
მე რომ თავისუფლებას ვითხოვდი, ალბათ ანგელოზებმა გაიგეს და ამიტომ გავფრინდი მათთან.
ზევიდან ვუყურებ ჩემს ქვეყანას და დედაჩემი უფრო მეტად მედარდება.
ჩუმად მეღიმება, რა პატარა სხეული მქონია. მე კი ყოველთვის დიდი მეგონა საკუთარი თავი.
ზღვაც როგორი ცივი ყოფილა.
მე სირიელი ვარ.
მე მხოლოდ მშვიდობა მინდოდა


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8