სოფელი ვანის რაიონში მაქვს. 350 კილომეტრის მოშორებით დედაქალაქიდან. ბუნებრივია, ხშირად ვერ ვახერხებ ჩასვლას და საკუთარი კარ–მიდამოს მონახულებას. მაშინ როცა პატარა ვიყავი და სამ თვიანი არდადეგები მქონდა სკოლაში, უფრო ხშირად ჩავდიოდი და ჩემი ბავშობის ტკბილი მოგონებები, სწორედ სოფლად გატარებულ დღეებს უკავშირდება. დღეს იქ, 86 წლის ბაბუა და 83 წლის ბებია მყავს. ღმერთის წყალობით ჯამრთელობას, მეტნაკლებად არ უჩივიან და პირიქით, ცდილობენ, ყველანაირი საშუალებით, დახმარება გაგვიწიოს ჩვენს მრავალსულიან ოჯახს. წლების მანძილზე, გარდა იმისა რომ საშობაოდ ღორი, საშემოდგომოდ ღვინო, ჩურჩხელები, ხილი, ზამთარ–ზაფხულ რძის პროდუქტებს, ტყემალს და ჭადის ფქვილს არ გვაკლებს, პერიოდულად ცოტა ფულსაც გვიგზავნის.
ამ ყველაფერზე მამაჩემი ხშუირად ეხუმრება ბაბუას – ცოტა ხანს კიდევ მარჩინე და მერე შვილი წამომეზრდება და ის მარჩენსო – სინამდვილეში კი, რჩენა–დახმარებას რომ თავი ვანებოთ, მამაჩემი ალბათ ბედნიერია სოფლის ეზოში მამალი რომ ყივის და კიდევ უფრო მეტად ბედნიერი, მშობლების ჯამრთელობის პრობლემით, რომ არ არის შეწუხებული.
პატარა გადახვევას გავაკეთებ – ბაბუა სახალხო მთქმელია, წერს ლექსებს და რაიონში ერთ–ერთ ყველაზე დაფასებულ კაცად ითვლება. ხშირად შევსწრებივარ სიტუაციას, როგორ წყვეტს ორ მეზობელს შორის წარმოშობილ დავას, თავის სამართალითა და კაცური სიტყვით. ამით ყოველთვის ამაყი ვიყავი და კიდევ უფრო საამაყო და საპასუხისმგებლოა ჩემთვის, მის სახელს და გვარს რომ ვატარებ.
80 წლის იუბილე ვანის რაიონის გამგეობამ გადაუხადა. მოუწყვეს პოეტებთან და სახალხო მთქმელებთან შეხვედრა, წაიკითხეს და განიხილეს მისი შემოქმედება, ბოლოს 100 კაციანი სუფრა, დამკვრელები და იუბილემ მთელი ზარ–ზეიმით ჩაიარა. ბაბუა ყველაზე ბედნიერი კი იმით იყო, მთელ თავის სიმდიდრეს რომ ერთად მოუყარა თავი. ყავს ოთხი შვილი, ათი შვილიშვილი და თერთმეტი შვილთაშვილი – ყველასთან ერთად სურათი გადაუღეს და გაზეთშიც დაბეჭდეს.
ბევრს არა მაგრამ, დალევა უყვარს. ხშირად ესაუბრება ვენახს, ხეს, ბალახს. ერთი პერიოდი ღვინო წყენდა და შესაბამისად, ვაზს დაუწყო ,,საქმის გარჩევა”:
წავიჩხუბეთ მე და ღვინომ
ხელ ჩართული გვქონდა ბრძოლა,
ჭკუიდან გადამიყვანა
და დაუწყე ქვაის სროლა.
ვენახს ვუვლი, ვაჩუქურთმებ,
მე ვარ მისი მამა–პაპა
ის გულს რაზედ უნდა მტკენდეს
ცოტასაც თუ გადავყლაპავ.
არ იქნა და ვერ შევთანხმდით,
რომ არ მწყენდეს ჩემი ღვინო,
რაიც მეტად ვეტანები
უნდა მეტად მაზღვევინოს.
გამიცანი, პატრონი ვარ
ნუ აიღე ჩემზე ხელი,
თუ დაგლიო– წამლად მექეც
ძარღვში სისხლად შეიღვენთე…
როგორც თვითონ ამბობს, წაუკითხა ეს ლექსი ღვინოს და მას შემდეგ, საკუთარი ჭურ–მარანისგან წყენა აღარ ახსოვს.
ბაბუამ წუხელ დამირეკა, მომიკითხა – როგორ ხარ რამე ხომ არ გიჭირსო. თავად მსგავს კითხვაზე ყოველთვის ერთი პასუხი აქვს – მე ლომივით ვარ! – მოკლედ მითხრა, ჩამოდი შენთვის 1000 მანეთი მაქვს გადანახული და უნდა მოქცეო.
სამწუხაროდ დღეს იმის დრო არ მაქვს სოფელი მოვინახულო, თან ათასი ლარიც არ მაწყენდა მაგრამ იმაზე კი ღირს დაფიქრება, როგორ ახერხებს 90 წელს მიახლოვებული მოხუცები, ასეთი თანხის შეგროვებას სოფლად და რა წარმატების ფორმულას ფლობს ბაბუაჩემი. როგორც თავად ამბობს – აქოურობა ბაბუა უღირალი ღირს! 12 000 მეტო თხილი გაქვს. მარტო რომ შემოღობო, მეტი არაფერი აკეთო, ეს კმარა. ვენახიცაა საყოფი, ხეხილიც… ყელაამდი ხარ ყოლიფრით. არაფერი რომ არ აკლია, იმ ჭკუაზე მაქვს გაკეთებული ყველაფერი – მართლაც, ამ მხრივ ძალიან მდიდარი სოფელი მაქვს. ციტრუსი, ვაზი, ყველანაირი ხილი… თუმცა მარტო ჩადი და იცხოვრეც არ არის საკმარისი! ბაბუამ სწორად აღნიშნა, მას აქვს ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე მოწყობილი თორემ, ირგვლივ არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებსაც ლუკმა პური ენატრებათ. ვერ ვიტყვი, რომ ბაბუა მათზე მშრომელი და ჯან–ღონით სავსეა. პირიქით, ყველას უკვირს, ეს ჩია კაცი, ამდენს როგორ ახერხებსო. თავად მას თუ კითხავთ, ყველაფერი ძალზედ მარტივია.
– მე დუქანში რომ ვმუშაობდი, იქ იყო ერთ დავითიე, საწყალი. ხოდა, მაგას სახლში რომ 100 მანეთის საქმე გაფუჭებოდა და იქინე ეეღო 20 მანეთი – იქნინე გეიქცეოდა. მე პირიქით, სახლში თუ 20 მანეთის საქმე მიფუჭდებოდა და იქინე 100 მანათს მაძლევდნენ, მაინც სახლში გავჩერდებოდი ხოლმე და იმ 20 მანათის საქმეს არ გავაფუჭებდი. ეს 20 მანათი ბარტყობს ბაბუა მერე , იმ 100 მანათს ეიღებ კაცი, დახარჯავ და მორჩა! – აი ასეთმა ჭკუამ მოიყვანა ეს კაცი ამ დონემდე.
საკუთარი დაკვირვებითაც იგივეს ვხედავ, მყავს მეზობელი სოფელში, რომელმაც მიატოვა სოფელი და დღეს კავკაზუზუსის კაბელების ჩასაყრელ ორმოებს თხრის თბილისში. რამდენი შემხვდება, იმდენს წუწუნებს. სინამდვილეში, მას რომ უარი ეთქვა შეთავაზებულ 300–400 ლარზე და იმის ნაკლები ემუშავა საკუთარ ეზოში, დარწმუნებული ვარ, უკეთეს პირობებში იქნებოდა.
საკვირველია პირდაპირ, მაშინ როცა ყველა წუწუნებს, პროდუქტი გაძვირდა რა გვეშველებაო, ბაბუაჩემთან ცავდივარ და ამ ყველაფრით კმაყოფილებას ვერ მალავს. ბებიას ამოყვანილს ყველს 6–7 ლარში ყიდიან, თხილი კილო 5 ლარია, ქათამი და ხორცის გაყიდვა რომ მოინდომონ კი, 15–20 ლარს ალბათ წუთში გააკეტებდნენ. არც ის დაგავიწყდეთ, ორივე 80 წელს გადაცილებული მოხუცია და სიმართლე თუ გინდათ, ყველაზე დიდ დროს, ბუხართან ატარებენ.
კარგი ბაბუ, ეხლა თუ ვერ ჩამოხვალ, ერთ თვეში მაშინ 2000 ლარს დაგახვთერებ და აბა შენ იცი”


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 29
გილოცავთ
მარიამობას ....ღვთისმშობელი გფარავდეთ...მისი ლოცვის მადლი შეგეწიოთ,
ანგელოზთა გალობა,ზეციური სამყარო და ღმერთის დიდი წყალობა არ
მოგკლებოდეთ!!! ამინ…ამინ...ამინ...!!!
Netav, yvela kartveli tkven mogbadzavdet.
Raga yjirs SAKARTVELOS.