- ეკითხებოდა შვილიშვილი ქალს.
- კი, ბებო გენაცვალოს, იმ მთიდან მთელი საქართველო გამოჩნდება.
- აფხაზეთი ხომ საქართველოა, ბებო?
- საქართველო, მა რა არის, შენ შემოგევლოს ბებო!
- მაშ რატო არ შეიძლება იქ წასვლა და მამიკოს საფლავის მოძებნა?
- იმიტომ, რომ არ გვიშვებენ.
- ვინა?
- მტრები, ჩვენი მტრები.
ბავშვი გაჩუმდა.
ქალს ხელში ფუთა ჰქონდა გამოკრული, ეტყობა, შვილის ნაქონი ტანსაცმელი ეწყო შიგ.
მერე მე თიბვა დავიწყე და ისინი დიდხანს მიდიოდნენ აღმა, წერტილებივითღა ეტყობოდნენ შუბლწამოშვერილ მთაზე.
საღამოს, მზემ რომ აიკრიფა, ნაგრილები ისევ გამოჩნდნენ. ქალი მოდიოდა მსუბუქად, იმის უკან კი პეპლებივით მოფარფატებდა ორი პატარა გოგო.
შუბლწამოშვერილი მთა იდგა გოროზად აზიდული, თან ამაყი, თანაც სევდიანი. დღეს ხომ მაგან კიდევ ერთელ აასრულა თავისი ვალი და "დაანახვა" დედას "შვილის საფლავი".
მზეც ჩადიოდა და გუდამაყრის ვიწრო ხეობას ნელ-ნელა ღამის ბინდი ეპარებოდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев