ეს ისტორია ჩემს ბავშვობაში დაიწყო. ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი და ხშირად იმდენი საჭმელიც კი არ გვქონდა, რომ შიმშილი მოგვეკლა. როდესაც საჭმლის ჭამის დრო მოდიოდა, დედა ხშირად მაძლევდა ხოლმე თავის წილ ბრინჯს. იგი მას ჩემს ჯამში ცლიდა და მეუბნეობდა:
“შეჭამე შვილო ეს ბრინჯი, მე არ ვარ მშიერი”.
ეს იყო დედაჩემის პირველი ტყუილი.
როდესაც ვიზრდებოდი, შეუპოვარი დედა თავისუფალ დროს მიდიოდა ხოლმე მდინარეზე სათევზაოდ ჩვენს სახლთან ახლოს იმ იმედით, რომ დაჭერილი თევზით მომიმზადებდა ჩემი ზრდისათვის საჭირო საკვებს. დაიჭერდა თევზს, მოამზადებდა ხოლმე თევზის სუპს და მე ვჭამდი მას. დედა ამ დროს გვერდით მეჯდა და ჭამდა თევზის ნარჩენებს, რომელიც ჩემს მიერ ნაჭამი თევზის ფხაზე იყო შემორჩენილი. ამის დანახვაზე გული საშინლად მტკიოდა და დედას გავუწოდებდი ხოლმე ჩემს წილ თევზს, მაგრამ დედა არ მართმევდა და მეუბნებოდა:
“შენ ჭამე შვილო, მე თევზი არ მიყვარს“.
ეს იყო დედაჩემის მეორე ტყუილი.
როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, სწავლის ფული რომ დაეფარა, დედამ თერძობა დაიწყო. სახლში იღებდა შეკვეთებს და თითქმის შეუსვენებლად მუშაობდა დღე-ღამის განმავლობაში.ზამთარში როდესაც ღამით გამეღვიძებოდა ხოლმე, დავინახავდი სანთლის შუქზე მომუშავე უძილარ დედას, რომელიც გაჭირვებით ცდილობდა ნემსში ძაფი გაეყარა და მე ამის შემხედვარე ვეტყოდი ხოლმე: “დედა დაიძინე, უკვე გვიანია…“ დედა ღიმილით მპასუხობდა:
“დაიძინე საყვარელო, მე არ ვარ დაღლილი“.
ეს იყო დედაჩემის მესამე ტყუილი.
როდესაც გამოცდის დრო მოვიდა დედამ ყველა საქმე გადადო და ჩემთან ერთად წამოვიდა. მცხუნვარე მზის მიუხედავად, ჩემი გულითადი დედა სიცხეში მიცდიდა რამოდენიმე საათის განმავლობაში. როდესაც ზარმა დარეკა, რაც ნიშნავდა რომ საბოლოო გამოცდა დამთავრდა, დედა მოვიდა ჩემთან და ჩამომისხა ჩაი მათრადან, რომელიც თან ჰქონდა წამოღებული. როდესაც დავინახე, რომ დედის სახე ოფლით იყო დაფარული, მივაწოდე მას ჩაის ჭიქა და ვთხოვე დაელია. დედამ მიპასუხა:
“დალიე შვილო, მე არ მწყურია“.
ეს იყო დედაჩემის მეოთხე ტყუილი.
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა მარტო ასრულებდა ორივე მშობლის ფუქციას და ჩვენი ოჯახის ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა ამ სიტუაციამ. დღე არ გადიოდა ტანჯვის გარეშე. პირობები უფრო და უფრო უარესდებოდა. მხოლოდ მზრუნველი ბიძა, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს ცხოვრობდა, გვიწევდა დახმარებას. მეზობლები ხშირად ურჩევდნენ დედას, რომ კვლავ დაქორწინებულიყო. დედა კი ჯიუტად არ ითვალისწინებდა მათ რჩევას და პასუხობდა:
“მე არ მჭირდება სიყვარული“.
ეს იყო დედაჩემის მეხუთე ტყუილი.
სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე. ამ დროს უკვე დედას მოუწია თავისი ძველი ხელობისათვის თავი გაენებენინა და შეეწყვიტა მუშაობა, მაგრამ მას უსაქმოდ ყოფნა არ სურდა. იგი ყოველდღე დადიოდა ბაზარში, რომ გაეყიდა ბოსტნეული და თავის გასატანად საჭირო ფული ეშოვა. მე სხვა ქალაქში ვმუშაობდი და ხშირად ვუგზავნიდი ფულს თავისი საჭიროებებისათვის, მაგრამ დედა არ თანხმდებოდა ჩემგან გაგზავნილი დახმარების მიღებას. ის უკან მიგზავნიდა ფულს და მეუბნებოდა:
“მე საკმარისად მაქვს ფული“.
ეს იყო დედაჩემის მეექვსე ტყუილი.
შემდეგ მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა და სტიპენდია მივიღე ორგანიზაციისაგან, სადაც საბოლოოდ დავიწყე მუშაობა. კარგი ხელფასი მქონდა და გადავწყვიტე, რომ დედა ზღვის ყურეში დასასვენებლად წამეყვანა, მაგრამ ჩემს საყვარელ დედას არ სურდა შვილის შეწუხება და მეუბნებოდა:
“არ მჭირდება დასვენება“.
ეს იყო დედაჩემის მეშვიდე ტყუილი.
მოხუცებულობაში დედას მუცლის კიბო გაუჩნდა და მომიწია საავადმყოფოში დამეწვინა. ოპერაციის შემდეგ დედა მისუსტებული იწვა ლოგინზე და ძალიან მოტეხილი და მოხუცებული ჩანდა. იწვა საავადმყოფოს ლოგინზე, მიყურებდა და ჩემზე ფიქრობდა… ცდილობდა გაეღიმა, მაგრამ დაავადებამ ძლიერ დაასუსტა მისი სხეული და ძალიან საბრალოდ გამოიყურებოდა. ამის შემხედვარემ ტირილი დავიწყე. გული საშინლად მტკიოდა, რომ მას ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მაშინ დედამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მითხრა:
“არ იტირო ჩემო ძვირფასო, მე არაფერი მტკივა.“
ეს იყო დედაჩემის მერვე და ბოლო ტყუილი. მატარებლის კუპეში მე მაღლა ვიწექი და მთელი გზა ტირილში გავატარე, ვნატრობდი მატარებელი გაფუჭებულიყო რომ არა ჩემი მიზეზით დავებრუნებინე ბაბუას უკან. ჩავედით ზღაპარში სადაც ჩემზე 2 კეთილი ზღაპრის გმირი ზრუნავდა. ბებიაჩემი ნამდვილი იმერელია. ფუმფულა, თეთრთმიანი. მისი თბილი ხელებით ყოველ დილით მიცხობდა ხაჭაპურს და მახვედრებდა ადუღებულ რძეს. ბაბუაჩემი ცხოვრებას მიწასთან სიახლოვით მიხსნიდა. ალბათ მაშინ გაღვივდა ჩემში ადამიანი, რაც დღემდე მომყვება (თუ რამე ადამიანური გამაჩნია). სკოლაშიც იქ გადავედი და მახსოვს მარტო მე მეცვა “Lee” ჯინსები და “ადიდასები”. ვერავინ წერდა ჩემსავით ცხრიანს დაფაზე და არავის ყავდა ჩემზე ბედნიერი ბებია და ბაბუა. ვერავინ ამაყობდა ჩემსავით მათი არსებობით, მაგრამ , არავის არ ახსოვს მე რა მენატრებოდა. მეც მინდოდა გაყინული თბილისური ცხოვრება და კერასინკის სუნი, ლამპაზე ადუღებული ჩაი და პურის რიგში დარჩენა, სანამ დედა ნინოს ბაღიდან გამოიყვანდა. ეს მარტო მე მახსოვს. ჩემები რომ ჩამოდიოდნენ დილიდან ეზოს ბოლოში ვიდექი და გზას გავყურებდი. რომ მიდიოდნენ ვიმალებოდი, რომ არ ენახათ როგორ მინდოდა მათთან წასვლა. არ მინდოდა ზღაპრის გმირების გულის ტკენა. ორი წელი გაგრძელდა ჩემი ზღაპარი – გაადამიანურება რაც დღემდე მომყვება. ეხლაც ყურებში მიდგას იმ ხის თვითმფრინავის პროპელერის ხმა დილით ხეზე რომ დამახვედრა ბაბუაჩემმა და ქარის მიმართულებას რომ დაჰყვებოდა. ჩემს ყველა სურვილს და ოცნებას სიხარულით ასრულებდა .
ბოლოს გული ვატკინე ზღაპრს გმირებს და თბილიში წამომიყვანეს, დედაჩემმა ვეღარ გაუძლო ჩემს ცრემლებს დამშვიდობებისას. მერე ყველაფერი გაბანალურდა. 17 წლის ვიყავი ბაბუამ ცალ თვალში სინათლე დაკარგა. მეორე თვალში იმდენი დავრჩით, ყოფნიდა ბედნიერს ევლო დედამიწაზე. ჩემი და ნარდის თამაშის დროს ქვებს პარავდა, თითქოს ისე მოუგებდა ვინმე. მერე ჯარში წამიყვანეს და ჯარიდან კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. ხერხემალი დამიზიანდა და ყმუილამდე მივყავდი ტკივილს, მაგრამ ვერ ვამბობდი. მინდოდა ჩემი ზღაპრის გმირებისთვის მადლობა და მედლები ჩამომეტანა. ასე გავიდა 8 თვე, წვალებაში და ნოსტალგიაში. ჩამოფრენა უამინდობის გამო 1 კვირით გადაიდო. ბაბუა ლოგინად ჩავარდა და ბოლოს მხოლოდ ერთ ერთ წინადადებას იმეორებდა თურმე: “ რით ვეღარ ჩამოფრინდა ჩემი ბიჭიო”. დაკრძალვის დღეს ძლივს ჩამოვუსწარი. ეზოში შემოვედი და ცოტა ხანში ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ ვისთან ერთადაც კოსოვოში ვიყავი. გიორგი დემეტრაშვილი სახლშიც არ მისულა , ფორმაც არ გამოუცვლია ისე წამოვიდა ჩემთან. ყველაფერი ისე იყო როგორც “ფესვებში”: გარეთ ძალიან წვიმდა და მთელი სოფელი ქოლგებით ელოდა ჩემი, კეთილი გმირის შვილიშვილს, ჩამოსვლას. საათი ჩამოვუტანე და გავაცილე. მას მერე ყოველ დღე ველოდები როდის შემოაღებს კარებს და გამიღიმებს ჩემი კეთილი ზღაპრის გმირი, რომელიც ზუსტად ვიცი ზღაპრის სამოთხეში მოხვდა .


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2