ერთხელ,ავიღე და დავფიქრდი,დავფიქრდი იმაზე,ვინ იყო დედა... ყველაზე ტკბილი,თბილი და ემოციური ადამიანი მთელს დედამიწაზე... და პასუხი იყო ასეთი:
დედა იყო ის,ვისაც ყველაზე მეტად ტკიოდა,როცა მტკიოდა..
დედა იყო ის,ვისაც ყველაზე მეტად შიოდა,როცა მშიოდა..
დედა იყო ის,ვინც დღე და ღამე დარბოდა,რომ დამხმარებოდა,შეუსვნებლივ,არაფერს ერიდებოდა,ოღონდ,მე ვყოფილიყავი კარგად…
დედა იყო ის, ვინც ყოველ დილით,მთელი წლის მანძილზე,მორბოდა ჩემი ოთახისკენ,რათა არ დამეგვიანებინა ..
დედა იყო ის,ვისაც ჩემი წარმატება თვალებსა და გულს უბრწყინებდა..
დედა იყო ის,ვისაც ყველა ის ადამიანი უყვარდა,ვინც მე მიყვარდა... იმიტომ ,რომ უბრალოდ,მე მიყვარდა..
დედა იყო ის,ვინც გადამწყვეტ მომენტში, ცრემლიანი თვალებით მითხრა: “ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და ყველაფერს ავიტანო..”
და მე დავფიქრდი,ამ ყველაფრის უანგაროდ გაკეთებას თუ შევძლებდი მეც?! მისთვის?
დედა იყო ქალი,რომელიც ყოველ დილით ლოცულობდა ჩემ გამო “დედის ლოცვას”.. იხსენიებდა შვილებს და ჩვენს სახელებს ისეთი გრძნობით წარმოთქვამდა,რომელსაც ,ალბათ,მხოლოდ დედა თუ აღიქვამს...
დედა ქალი იყო,რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობდა, ყოველთვის ღიმილიანი სახით შემოეხედა,რათა არ მეგრძნო მის სულში არსებული სინამდვილე...
დედა ქალია,რომელიც ყოველ წუთს და ახლაც,ჩემთვის ლოცულობს..დედა დედაა,რომელმაც მშობა,დედა ის ადამიანია,რომელიც ყველაზე მეტად გრძნობს ჩემსას ყველაფერს..დედა ადამიანია,რომელიც თავის თავს აღარ ეკუთვნის და მხოლოდ ჩემით სუნთქავს..
დედა ჩემი ხიდი და იმედია,დედა ჩემი მლოცველია,დედა ჩემი ფარია,დედის თბილი შემოხედვა ყველაფერს მავიწყებს..დედა იმედია,დედა თბილია,დედა ტკბილია,დედა ლამაზია,კარგია,საოცარია…დედაა! ბედნიერი ვარ,რომ მყავხარ,დედა! შენ ჩემი იმედის სხივი ხარ,ჩენი მანათობელი ვარსკვალი და მზის ის სხივი,რომელიც მუდამ მზადაა ჩემი ახირებული სურვილების შესასრულებლად:)) და მაინც,მე ყველაზე კარგი ვარ შენთვის და შენ ჩემთვის...
ახლა,შენი ნაბიჯების ხმა გავიგე ,ჩაის სვამ და მარტო ზიხარ..ფიქრობ,ალბათ,რომ კომპიუტერი მირჩევნია შენთან ლაპარაკს..როგორც ყოველთვის მსაყვედურობ ხოლმე:)მოვდივარ დედი,შენ ყველაზე ახალგზარდა:))ლამაზი და საყვარელი დედა ხარ მთელს გალაქტიკაში.. და მაინც,ჩვეულებრივად... ჰოო და დედა,ახლა მითხარი,ეცადე ,გაიმართოო... გავიმართები დედა,აღარ მოვიხრები დე.. გპირდები,დე... მიყვარხარ დე... და ბოლოს, ჩვეულებრივად ,დე :
მე შენ მიყვარხარ,დედა!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7