
ხედავს‚ რესტორანზე აბრაა დიდი ასოებით:
„თქვენ არაფერს იხდით‚ თქვენი შვილიშვილი გეპატიჟებათ!“
მიხო დაფიქრდა. მაგის დედა ვატირეო‚ ჩაილაპარაკა და შევიდა.
პატარა‚ მაგრამ გემრიელი‚ კახური სუფრა შეუკვეთა. ერთი საათის შემდეგ კარგად შექეიფიანებული ადგა და რესტორნიდან გასვლა დააპირა‚ მაგრამ ოფიციანტმა ანგარიში შეაჩეჩა ხელში.
– ვა‚ მა ეს რეკლამა რა იყო?
– რეკლამაში ყველაფერი სწორად წერია: თქვენს დანახარჯს თქვენი შვილიშვილი გადაიხდის‚ მაგრამ ჩვენთან თავის დროზე სტუმრად თქვენი ბაბუა იყო.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев