– ოსტატო, რაშია თქვენი სიბრძნისა და ჯანმრთელობის საიდუმლო? როგორია თქვენი დისციპლინა?
– მე ვცხოვრობ ჩვეულებრივი ცხოვრებით. აი სწორედ ეს არის ჩემი საიდუმლო და დისციპლინა. მძინავს მაშინ, როცა მძინავს, ვჭამ მაშინ, როცა ვჭამ და საქმეს ვაკეთებ მაშინ, როცა ვაკეთებ საქმეს.
– რა უაზრობაა. ასე ხომ ყველა იქცევა: ჭამენ როცა ჭამენ და საქმეს აკეთებენ მაშინ, როცა აკეთებენ საქმეს...
– საქმეც მაგაშია, რომ არ არის ასე. როცა თქვენ ჭამთ, პარალელურად ფიქრობთ, ოცნებობთ, იხსენებთ, აწყობთ გეგმებს და ა.შ. ანუ თქვენ ერთდროულად აკეთებთ უამრავ საქმეს და ამიტომ არცერთი გამოგდით წესიერად. მე კი, როცა ვჭამ, უბრალოდ ვჭამ. ასეთ დროს ჩემთვის არსებობს მხოლოდ საკვები და მეტი არაფერი. როცა ვსეირნობ – მხოლოდ ვსეირნობ და ვიღებ სიამოვნებას ამისგან, და როცა ვაკეთებ საქმეს, მთელი გულით ვაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ მას და არაფერს სხვას...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев