აზიური ქვეყნის წარმომადგენელი დუბაიში ოჯახთან ერთად ისვენებდა. მათ სანაპიროზე პიკნიკის მოწყობა გადაწყვიტეს, ხოლო 20 წლის გოგონა წყალში ჩავიდა. მოულოდნელად მან დახრჩობა დაიწყო. იმ მომენტში სანაპიროზე ორი მაშველი იმყოფებოდა და დასახმარებლად გაეშურა. თუმცა ოჯახის უფროსმა მათ ამის უფლება არ მისცა.
მაშველების ცნობით, მამაკაცმა, რომელიც საკმაოდ მაღალი და ჯანიანი იყო, მათ გზა გადაუღობა და არ აძლევდა წყალში შესვლის საშუალებას. ის უხსნიდა მათ, რომ უცხო მამაკაცის შეხება მის ქალიშვილს შეურაცხყოფდა. ქალიშვილის ნამუსის დაკარგვას, მისი სიკვდილი ერჩია.
გარდაცვლილი გოგონას მამა დაკავებულია და დუბაის სასამართლო განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებისთვის მუშაობის ხელის შეშლა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1