ის 5 წლის ძუ ლაბრადორია და ,,შოკო'' ჰქვია...
თავშესაფარში მოხვედრამდე, დიდი გზა აქვს გავლილი...
ლეკვობიდან ვაკეში ცხოვრობდა, პატრონთან ერთად... მერე, პატრონს პრობლემები შეექმნა, სახლი დააგირავა და საზღვარგარეთ წავიდა, ,,შოკო'' კი ნათესავთან დატოვა, გლდანში...
,,შოკოს'' პატრონის სახლში ტარიელ ციცქიშვილი ცხოვრობს, მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად... გუშინ, ბატონი ტარიელის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ზღურბლზე ,,შოკო'' რომ დაინახა...
ვინ იცის, რამდენი დღეა, რაც დაადგა პატრონის სახლისკენ მიმავალ გზას... გლდანიდან ვაკემდე რა გზებით, რა ჩიხებით და რა წვალებით იარა...
მერე კი, რა სიხარული განიცადა, როცა იცნო უბანი, სახლი, სადარბაზო, სართული, კარები და ...
ზღურბლს იქეთ აღარ იდგა მისი პატრონი...
ძვირად დაუჯდა სახლში დაბრუნება ,,შოკოს''...
სახლიდან თავშესაფრამდე მოსასვლელი გზა ფეხით აღარ გამოუვლია...
ახლა ჩვენთანაა, მე–3 ზონის ბინადრებს უყვება მის თავგადასავალს...
მე კი მინდა, ბევრის გასაგონად, მოვყვე ამბავი, პატრონზე და სახლზე, უზომოდ შეყვარებულ ლაბრადორზე...
,,შოკოს'' ამბავი მინდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გასცდეს და მის პატრონთან მიაღწიოს!
ის შენ დაგეძებს, ის შენ გელის და შენს გამოჩენაზე ოცნებობს!
,,შოკოზე'' დიდი მეგობარი არ დაგიტოვებია სამშობლოში!
ახლაც გაქცევაზე ფიქრობს... წვიმაში ყველა ბინადარი სახლებშია შეყუჟული , ის კი აივანზე ბოლთას ცემს და შენთან მოსასვლელ გზას დაეძებს!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1