ჩემი პატარა ქალიშვილი, მერიდიტი, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, ერთხელაც, ატირებული მოვიდა ცემთან და მკითხა, შეეძლო თუ არა ღმერთისთვის წერილისმ იწერა, მეც დავეთანხმე და ჩემი მეუღლის საშუალებით მან წერილი მისწერა ღმერთს :
" ძვირფასო ღმერთო, ვიცი ჩემი ები უკვე შენთანაა. მინდა ვიცოდე, ხომ მოუვლი მას? იცი, მას უყვარს ბურთებით თამაში და ცურვა. მე მალდობელი ვარ შენი, რადგან მომეცი ნება და ვიყავი ების პატრონი. შენ იცი როგორ ძალიან მიყვარს მე ის. აი ებისა და ჩემს ფოტოს გიგზავნი, რათა უკეთ იცნო ის და უკეთ მოუარო" - სიყვარულით , მერიდიტი.
რამდენიმე დღეში, პოსტის წარმომადგენელმა მოიტანა ოქროსფერ ქაღალდში გახვეული წერილი, უცხო ხელნაწერით ტექსტი იყო შემდეგი :
-"ძვირფასო მერიდიტ, ები უსაფრთხოდ მოვიდა აქ ჩვენთან - სამოთხეში. თავს კარგად გრძნობს და სრულებით ჯანმრთელია. კიდევ კარგი ფოტო გამომიგზავნე, ძალიან გამიმარტივდა მისი ამოცნობა. ახლა ჩვენ ერთად ვერთობით და ხშირად გიყურებს ის აქედან. ჩემო პატარავ, ფოტოს გიგზავნი უკან რათა დაიტოვო და ხშირად გაიხსენო ები. მადლობა შენს დედიკოს რათა დაგეხმარა წერილის დაწერაში და მადლობა შენ ასეთი ყურადღებისთვის. თუ დაგჭირდი იცი, მე იქ ვარ სადაც სიყვარულია"
სსიყვარულით, ღმერთი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1