
ბიჭი სკოლაში დადიოდა და თითქმის ერთი შარვლით და ერთი ფეხსაცმლით ერთი წელიწადი იარა.
ერთხელ დედას შესვენება ქონდა გადაწყვიტა შვილთან, სკოლაში მისულიყო და გამოეყვანა.
ბიჭი მეგობრებთან ერთად თამაშობდა სკოლის დამთავრების შემდეგ, დედამ ხელი გაუწოდა ბიჭის მეგობარს შეეშინდა ''ცალთვალა'' დედის და, გაიქცა შვილმა უთხრა: - როგორ ბედავ აქ მოსვლას? არ გცხვენია? ჩემს მეგობრებს მიშინებ? ასე გინდა გამზარდო? შვილი განაწყენდა და სახლში წავიდა, დედას ძალიან ეწყინა მას ეგონა გაახარებდა თავის შვილს იმით რომ ცხოვრებაში ერთხელ, გამოიყვანა სკოლიდან თუმცა ეს ასე არ მოხდა.
დედა და შვილი თითქმის არ ლაპარაკობდნენ თითქოს ერთმანეთისთვის არავინ ყოფილიყვნენ.
ბიჭმა დაამთავრა სკოლა და ცოლად მისი კლასელი შეირთო, მისი კლასელი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო ამიტომ საზღვარგარეთ წავიდნენ.
დედა-მ ძალიან მოიწყინა მარტო და გადაწყვიტა სტუმრებოდა როდესაც კარებზე დაუკაკუნა მისი შვილიშვილი იდგა კართან და ისე შეეშინდა სახლში სირბილით შებრუნდა.
შვილი გამოვდა და კვლავ ეჩხუბა: - აქაც არ მასვენებ? რა გინდა ახლა ჩემი შვილიც გინდა შემიშინო?
დედა უკან დაბრუნდა, და ცხოვრებას ისევ ისე აგრძელებდა , როგორც აქამდე.
დედას კიბო ქონდა, გადაწყვიტა წერილი დაეტოვებინა მაგრამ ვისთვის არ იცოდა, სახლში ბიჭის საათი დაინახა რომელიც დარჩა დარწმუნებული იყო რომ ის ამას ნახავდა, წერილი დატოვა სამწუხაროდ დედა გარდაიცვალა და ნათესავებს მოუწიათ მისი დაკრძალვა, ისიც ძალიან შორეულ და, გაუსაძლის მდგომარებოაში.
ბიჭი დასვენებული,კარგ, ხასიათზე დაბრუნდა საათი გაახსენდა, რო მივიდა საათი არ იყო, მაგრამ ფურცელი იყო.
ფურცელი გახსნა სადაც ეწერა:
გამარჯობა, იმედი მაქვს ამ წერილს ის კითხულობს, ვისაც დავუწერე. მე დედაშენი ვარ! ვიცი,ვიცი,ვიცი რომ ვერ გაგზარდე ისე, როგორიც გაიზარდე მაგრამ, ამის შანსი რო მქონოდა აუცილებლად მოვინდომებდი და ისეთს გაგზრდიდი როგორიც ორივეს გაგვიხარდებოდა.
ახლა ერთ ისტორიას მოგიყვები, რომელიც უნდა იცოდე.
პატარა რო იყავი 4 წლის საქანელებზე/ატრაქციონზე წაგიყვანე და შენ სიმაღლიდან ჩამოვარდი ცალი თვალი დაკარგე, მე როგორც დედა ვალდებული ვიყავი შენთვის ერთი თვალი მომეცა და ასეც მოვიქეცი, მიხარია რომ ჩემი თვალით ხედავ სამყაროს, მიყვარხარ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3