
ყველას ერთად მოხვია ხელი და ტომარაში ჩაყარა...
დედის ყეფა, კარგა მანძილზე ესმოდათ, მერე, რაღაცის ხმამ გადაფარა და ...
აღარც დედის ხმა ისმოდა და აღარც ნაბიჯების...
ტომარაში შეხუნხლულებს სუნთქვა უჭირდათ, გახვარტულები ცდილობდნენ ერთმანეთზე დაცილებას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ...
მოულოდნელად, მძიმედ დაანარცხა მიწაზე ტომარა და ...
ის, რაღაცის ფესვს გამოედო, დანარჩენები მდინარემ ჩაითრია...
ფეხებში ძალა წაერთვა, თავს ვეღარ იკავებდა, ცოტაც და მისი და–ძმების გზას გაუჰყვებოდა...
–ნიკა, ხედავ, იქ მგონი ლეკვია?!
–რა სისულელეა, იქ ლეკვს რა უნდა?!
–კი, კი, ლეკვია...
წვალებით ამოიყვანეს საბრალო ლეკვი... სიცივისგან სულ კანკალებდა...
დედამ შეაქო ბიჭები, სუსტს და დაუცველს მზრუნველობა ყოველთვის უნდა გაუწიოთო...
მამამ, ჩემი პატარა გმირები ხართო...
ბიჭებმა დაიჯერეს გმირობა და სახვალიოდ სხვა გმირობისთვის დაიწყეს ფიქრი...
მათი გმირობის ამბავი, ორი თვის დაგვიანებით, გაიგო ბებომ და ახლა საჩუქრებით დატვირთული, სოფლიდან მოდის...
მამა და ბიჭები წავიდნენ შესახვედრად...
დედა სამზარეულოში ტრიალებს, 10 წლის მერეც, ცდილობს დედამთილს თავი მოაწონოს...
ლეკვი კი, სახელად ,,ბობი'', კარებთან, ფარდაგზე თბილად წევს და ტყუპების ბებოს საჩუქარს ელოდება...
ზრაპარი რომ იყოს, ,,ჭირი იქა, ლხინი აქა''–თი დავასრულებდი...
მაგრამ, რეალური ცხოვრებაა და მინდა ზრაპრული დასასრული ჰქონდეს, ძალიან მინდა...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев